მთავარი ახალი ამბები ფეხებზე რატომ გვკიდია ჩვენი დამწერლობა?: გოგა ჩანადირი

ფეხებზე რატომ გვკიდია ჩვენი დამწერლობა?: გოგა ჩანადირი

433
0

გოგა ჩანადირი ყველაფერში კარგს ვეძებ, მაგრამ სახელმწიფო ენის უგულებელყოფას ვერ წავუყრუებ

გოგა ჩანდირი, სოციალურ ქსელში კრიტიკულ წერილს აქვეყნებს!
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:   “აი, რატომ?

მგონი, მე ვიყავი ერთადერთი, ჭავჭავაძის გამზირის აღდგენაზე რამეს აუგად რომ არ ვამბობდი, გახანგრძლივებული სამუშაო პროცესის მიუხედავად.
ყველაფერში კარგს ვეძებ, მაგრამ სახელმწიფო ენის უგულებელყოფას ვერ წავუყრუებ.
აი, რატომ არ ვწერთ ავტობუსს ქართულად? ფეხებზე რატომ გვკიდია ჩვენი დამწერლობა?
ყველა ენაზე ეწეროს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ქართულად.
შემირცხვენიხართ ყველა – თქვენ, თბილისისი მერიის პასუხისმგებელო პირებო და ისინი, რომლებიც ამაზე თვალს ხუჭავთ.

დააწერეთ ქართულად!!!”განაცხადა გოგა ჩანადირმა