მთავარი ახალი ამბები სულ მალე ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

სულ მალე ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

1134
0

ძალიან სასიხარულო ამბავი უნდა გამცნოთ ჩემო საყვარელო მაყურებლებო და მკითხველებო – სულ მალე ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება და ამაში დიდი წვილი თავად ბათუმის მკვიდრებმა შეიტანეს როდესაც საინიციატივო ჯგუფი “ჩემი ბათუმის” მიერ 2018 წელს ინიცირებული საკითხი მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის თაობაზე წარადგინეს ბათუმის მერიაში. როგორც იქნა გადაწყდა და განხორციელების სტადიამდე მივიდა.
შევახსენებ ყველას რომ საინიციატივო ჯგუფი “ჩემი ბათუმი” ამ დრომდე აქტიურად მონაწილეობს პროექტის განხორციელებაში.
ამ დიდი მეფის ძეგლის დადგმა ვიცი და მჯერა, რომ თითოეული ბათუმელის და ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქეების დიდი სრურვილი იყო და არის.
მადლობა სრულიად საზოგადოებას და იმ ადამიანებს ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში და გულშემატკივრობს მას – კონსტანტინე მორგოშიას, ზაალ ლუხუტაშვილს და იმ უამრავ ადამიანს ვინც ჯარისკაცივით იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე ორგანიზაცია “ჩემი ბათუმი”-ს წევრი ვატო ნებუნიშვილი