მთავარი ახალი ამბები 17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200 ლარიანი დახმარება.

17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200 ლარიანი დახმარება.

330
0
გაზაფხულის ანალოგიურად – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური ხარჯები დაუსუბსიდირდება – თითოეულ აბონენტს, რომელიც მოიხმარს 200 კვტ/სთ-მდე დენს და 200 მ³-მდე გაზს კომუნალურ ხარჯს სახელმწიფო დაუფარავს.
თვითდასაქმებულებს, რომელთაც ვერ წარმოადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია, სექტემბრამდე სახელმწიფო მაინც მისცემს 300 ლარიან დახმარებას.
150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტუდენტებს სახელმწიფო ნახევარი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს, ხოლო 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო დაუფინანსებს 1 წლის სწავლის საფასურს სრულად.
საქართველოს მოქალაქეებთან, ბიზნესთან და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით StopCoV ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია.