,,გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს”