მთავარი ახალი ამბები ასე ხომ არც ჯანმრთელობა შეგვრჩება, არც ჯანსაღი ფსიქიკა და არც მატერიალური საშუალებები...

ასე ხომ არც ჯანმრთელობა შეგვრჩება, არც ჯანსაღი ფსიქიკა და არც მატერიალური საშუალებები გამოსაკვებად? – ზვიად ტომარაძე

348
0
1. კორონა არსებობს და მისგან ხალხი იღუპება, თუმცა სიკვდილიანობის პროცენტი დაახლოებით იგივეა, რაც სეზონური გრიპების დროს (0.37%). ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით 5 მილიონამდე ადამიანი მძიმედ ავადდებოდა, 650 000–მდე კი გარდაიცვლებოდა. მაგალითად 2014 წელს აქტიური ტუბერკულოზის 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ანუ სიკვდილიანობა დაახლოებით 14% იყო! 2014 წელს რატომ არ ატარებდნენ ხალხს ნიღბებით და მაშინ რატომ არ გააჩერეს მსოფლიო? მითუმეტეს, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, იგი შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება და ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.
2. ნებისმიერი კატაკლიზმების დროს, ხელისუფლებები ცდილობდნენ დაემალათ ნეგატიური ინფორმაცია, მოსახლეობაში პანიკისა და სტრესის არიდების მიზნით. კორონას შემთხვევაში კი პირიქით არის, ყოველდღიურად ტელემედიით ხდება მოსახლეობის ინფორმირება–დაშინება. სტრესი და შიში კი აქვეითებს იმუნურ სისტემას და ადამიანებს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. როგორც ავიცენა ამბობდა, პანიკა – ეს ავადმყოფობის ნახევარია. მან ამ საკითხზე ექსპერიმენტი ჩაატარა: ორი ცხვარი სრულიად მსგავს პირობებში მოათავსა, იმ განსხვავებით, რომ ერთი ცხვარი თავისი სამყოფელიდან მგელს ხედავდა, მეორე კი-არა. მგელს ცხვართან მიახლოება არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, გამუდმებით მგლის შიშში მყოფმა ცხვარმა კვება შეწყვიტა, დასუსტდა და მოკვდა.
3. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 46 000 კაცი გარდაიცვლება, დაახლოებით 43 000 ავტოავარია ხდება, საიდანაც 7900 კაცი შავდება, ხოლო 480 გარდაიცვლება. ახლა წარმოვიდგინოთ, კორონამდე ყველა ტელეარხზე და რადიოში ყოველდღე საინფორმაციო გამოშვებები ყოველდღიური გარდაცვალებებისა და ავტოავარიის სტატისტიკის წარმოდგენით დაწყებულიყო, კადრებში ეჩვენებინათ ავარიები და მუდმივად ესაუბრათ გარდაცვალების სტატისტიკაზე მსოფლიოშიც და საქართველოშიც, რა სურათი გვექნებოდა ფსიქოლოგიური კუთხით? ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ სახლში გამოკეტვას, ტრანსპორტის გაჩერებას, სამსახურში ვერწასვლას, ყოველგვარი გასართობის გაუქმებას (რესტორანი, კინო, თეატრი, სტადიონი…), ქუჩაში, ანუ ღია სივრცეში ნიღბით სიარულს, ამით ფსიქიკას ისეთი გამოუსწორებელი ზიანი ადგება, რომელიც აუცილებლად ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება.
4. 27 ნოემბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა: “თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს”.
ანუ 2 თვე ყველაფერს დავკეტავთ და გავაჩერებთ, სახლებში გამოგკეტავთ, გაგაღარიბებთ და შედეგი მხოლოდ ინფიცირების განახევრება იქნებაო!!! მოდით გავიხსენოთ, რას ამბობდნენ ცნობილი ვირუსოლოგები, რომ კორონა ყველამ უნდა მოვიხადოთ, ახლა ამ ნათქვამს დღეს არსებული სტატისტიკა დავუკავშიროთ:135 000 დაინფიცირებული, ამას დავუმატოთ გამყრელიძის აღიარება (60 დღე გავამრავლოთ ყოველდღე 4000 დაინფიცირებულზე) მივიღებთ დაახლოებით 375 000 (135 00 + 240 000) დაინფიცირებულს და ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ კორონა ზოგს ისე გადააქვს რომ არც იცის (უსიმპტომო), ან ზოგს არ აუღია ტესტი მაგრამ სავარაუდოდ კორონა გადაიტანა (მაგალითად მე), სწორედაც გამოდის რომ კორონას ყველა მოიხდის. გაზაფხულზე ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტმა ავსტრიის კურორტ იშგილში, სადაც დადგინდა, რომ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის 42,4%–ს სხეულში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ანუ ვირუსი გადატანილი ჰქონდათ და მაგ 42,4 პროცენტიდან 85–მა პროცენტმა ვირუსი ისე გადაიტანეს საერთოდ რომ არ იცოდნენ ამის შესახებ.
საინტერესოა საიდან იცის ამირანმა 2 თვის შემდეგ რა შედეგი გვექნება, ანუ დაინფიცირებულების ზუსტი რაოდენობა? როგორც სექტემბრიდან ტესტირების შედეგად დაინფიცირებულების რიცხვი გაიზარდა (გახარიამ განაცხადა ბრიფინგზე), ასევე შემცირდება ნაკლები ტესტირების შედეგად! ანუ მსოფლიო მაფიის გეგმას მიჰყვებიან ზედმიწევნით…
5. ჩვენი ქვეყნის გაღატაკებული მოსახლეობა ამ კოვიდრეგულაციების დაწესებითა და ყველაფრის გაჩერებით დიდხანს რომ ვერ გაძლებს ეს ხომ ვიცით? ბ–ნმა თენგიზ ცერვაძემ მაისში სწორედ ის განაცხადა, რასაც დიდი ხანი ვამბობდი: “ჩვენ ასე დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ, ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაძლებს, რა მნიშვნელობა აქვს კორონა მოგკლავს თუ შიმშილი?” ამას ამბობდა რამდენი კვირის წინ პრემიერი გახარიაც. აშშ–ს და ევროპის უმდიდრეს ქვეყნებს რომ ვედრებით იქ დახმარების სოციალური პაკეტი რამდენია ხომ ძალიან კარგად ვიცით? სავაჭრო ცენტრებს და სხვა დაწესებულებებს რომ კეტავთ, რა ქნას იქ მომუშავე ხალხმა, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს ბინის ქირა აქვს გადასახდელი, ზოგს ელემენტარულად საჭმლის ყიდვის პრობლემა რომ შეექმნება? როდესაც რამდენიმე ათასი კაცი რჩება უმუშევარი, ეს ხომ ჯაჭვური რეაქციაა და აუცილებლად მთელ ქვეყანას შეეხება? შემოსავლების კლების, ან კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების კუთხით? ზარალი გაცილებით დიდი იქნება და ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება! ხალხს კორონა მოკლავს თუ შიმშილი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! ცალკე საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ტრანსპორტში ხომ წესებს ყველა იცავდა, ნიღბები ხომ ყველას ეკეთა? რა ქნას ისედაც გაღატაკებულმა ხალხმა სამსახურში (ვისაც სამსახური აქვს) როგორ იაროს? ყველას ხომ არ აქვს ყოველდღე ტაქსის ფული? რა ქნან მძღოლებმა, რამდენიმე ოჯახს რომ არჩენენ?
6. კომენდანტის საათი საერთოდ რა ფენომენია? ესაა ტერორი, თორემ რა კავშირშია ვირუსის გავრცელებასთან 21:00–დან დილის 5–მდე სახლში გამოკეტვა? თუ ყველაფერი დახურულია რესტორანიც, კლუბიც და მაღაზიაც, თავშეყრა ხომ არ მოხდება და ქუჩაში რომ გავიდე რატომ მიშლი? ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი ნებით თავისუფლებაზე ამბობდეს უარს და სხვას აძლევდეს უფლებას თავისუფლების შეზღუდვაზე! სულ რომ საუკეთესო და ბაჯაღლო ხელისუფლება გყავდეს, მაშინაც გასაკვირია და მითუმეტეს ამ ჩვენს რეალობაში როგორ უწონებთ, რომ სახლებში გამოგკეტონ?
7. 25 ნოემბერს პაატა იმნაძემ განაცხადა: “სეზონური გრიპი ჯერ არ არის. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 % არის კოვიდი”.
ანუ სეზონური გრიპები ამ შემოდგომაზე ასპენში წასულან სასრიალოდ და ახლა თითქმის ყველა გაციება კორონა ყოფილა… სამწუხაროდ საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, მაგრამ მახოვს წინა წლებში სეზონური გრიპების დროს ასევე არ იყო ადგილები საავადმყოებში და ეს არსებული პანიკა სწორედ ხელს უწყობს საავადმყოფოების გადატვირთვას. ნებისმიერ შემთხვევაში, სულაც ისეთი სასიკვდილოდ საშიში რომ იყოს კოვიდი როგორსაც გაზაფხულზე გვიხატავდნენ, როდემდე კიდევ რამდენი წელი უნდა ვიყოთ შიშის, პანიკისა და რეგულაციების ზემოქმედების ქვეშ? ასე ხომ არც ჯანმრთელობა შეგვრჩება, არც ჯანსაღი ფსიქიკა და არც მატერიალური საშუალებები გამოსაკვებად?
ზვიად ტომარაძე 30/11/2020