მთავარი ახალი ამბები „ეს საქართველოა – ქრისტეს დედულეთი! – წმინდანთა სამჭედლო – სადაც ყველა გზა...

„ეს საქართველოა – ქრისტეს დედულეთი! – წმინდანთა სამჭედლო – სადაც ყველა გზა საბოლოოდ ტაძართან მიდის!“ – ზვიად სეხნიაშვილი

197
0

ეს საქართველოა – ქრისტეს დედულეთი!!! – წმინდანთა სამჭედლო – სადაც ყველა გზა საბოლოოდ ტაძართან მიდის!!!

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

ვერა და ვერ მოიშალეს საქართველოს მტრებმა, გარე ძალების თუ შიდა მოღალატეების სახით, ჩვენთვის კბილის მოსინჯვა, ექსპერიმენტს ექსპერიმენტზე გვიწყობენ და თანაც უკვირთ – ვის დაკარგვია ეს ჯიუტი (თანაც ერთი მუჭა!) ხალხი,რომ ამხელა წინააღმდეგობას გვიწევენ და არ გვეპუებიანო…
სერ,მუსიე,სენიორ თუ კიდევ ვინ ხართ მანდ და აქაურო სულგაყიდულებო, 30 ვერცხლზე რომ გაცვალეთ სამშობლოც და თქვენი შვილების მომავალიც …ამაოდ ირჯებით!!! – მთელი დანარჩენი სამყარო რომ დაადგეს უსჯულოების გზას, ამ ქვეყანაში ამას ვერ ეღირსებით!!!..
– ეს ის ქვეყანაა, სადაც 100 ათასი ადამიანი ერთ დღეს, ერთ ქალაქში შეეწირა ქრისტეს და სამშობლოს…
– ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ჯერაც არავის ახსოვს, მოყვრად მოსული, ამ ქვეყნის ადათების დამცველი უცხოტომელი დაეჩაგროთ…
– ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ვისაც არ გეზარებათ, ყველა თითის ქნევით ტოლერანტობას ასწავლით და არც კი იცით, რომ აქ “ვეფხი და მოყმე” დაიწერა (შვილმკვდარი დედა თავისი შვილის მკვლელის დედას რომ უცხადებს სამძიმარს)…
– ეს ის ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა მრწამსის და ტრადიციული კონფესიების მორწმუნენი ერთ პატარა “მეიდანზე” ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ განსხვავებით „დიადი” ქვეყნებისგან, სადაც ინკვიზიციის საბაბით თუ რელიგიური ომებით ასიათასობით განსხვავებულად მოაზროვნე გაისტუმრეს კოცონზე და მოსრეს მახვილებით…
– ეს ის ქვეყანაა, სადაც საუკუნეების წინ უკვდავი “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა და მსგავსი შედევრი დღემდე ვერავინ შექმენით თქვენს „დიად” და დიდ ერებში…
– ეს ის ქვეყანაა,სადაც დიდგორია მოგებული, ბრძოლა, რომელშიც წმიდა მეფემ უკანდასახევი გზა საკუთარი ხელით ჩახერგა და ისე გააცამტვერა ათჯერ მეტი მტერი (ნახევარმილიონიანი არმია), გონს მოსვლაც კი არ აცალა…(საინტერესოა,რას მოიმოქმედებდა ბებერი ევროპა, ის ძალა რომ მისკენ დაძრულიყო?)…
– ეს ის ქვეყანაა, რომლის შვილებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომებში წმიდა გიორგი და მიქაელ მთავარანგელოზი ხილული სახით ეხმარება!!!…
– ეს ის ქვეყანაა, რომელიც უსაზღვროდ მომთმენია, მაგრამ თუ ყელში ამოუყვანენ, მწარედ აზღვევინებს ყველას საკუთარი ცხოვრების წესის, სიწმინდეებისა და შვილების აზროვნების შებღალვას…
მაშ, კეთილი ინებეთ და თავად მოერგეთ ამ ქვეყნის ტრადიციულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, ურომლისოდაც სამყარო უსაშველოდ გაღარიბდება…
ეს საქართველოა – ქრისტეს დედულეთი!!! – წმინდანთა სამჭედლო – სადაც ყველა გზა საბოლოოდ ტაძართან მიდის!!!