მთავარი ახალი ამბები გაიცანი პირველი ქართული სპორტული კომიქსის მხატვარი – სოსო ჩხაიძის დიდი გეგმები

გაიცანი პირველი ქართული სპორტული კომიქსის მხატვარი – სოსო ჩხაიძის დიდი გეგმები

172
0


გასული წლის ბოლოს, “სილქ სპორტის” მეშვეობით ცნობილი გახდა, პირველი სპორტული კომიქსის შესახებ, რომელიც 2021 წელს გამოვა.

კომიქსზე ორგანიზაცია “ახალი საზოგადოების” გუნდი მუშაობს პროექტის ავტორებმა მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს და პირველი სპორტული კომიქსის გამოშვება 2021 წლეს დაანონსეს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა კომიქსისს მთავარი მხატვრის ვინაობა და გთავაზობთ ინტერვისუს სოსო ჩხაიძესთან:

სოსო, მოგვიყევით პროექტის შემოქმედიებითი მხარის შესახებ, ?

ამ პროექტში ეტაპობრივად მივყვები კომიქსის ვიზუალური მხარის განვითარებისას. პირველი რიგში სცენარი დავამუშავე სათანადო დონეზე რომ შემდგომ მისი ილუსტრირება გამეკეთებინა კომიქსური პანელების მეთოდით, ჯერ ფანქრით სკეჩის დონეზე და შემდგომ კი დიგიტალურად, სილუეტურ და ხაზობრივ დონეზე. საბოლოო ეტაპი კი გაფერადებაა, რასაც აგრეთვე დიგიტალურად, ფოტოშოპის პროგრამაში, პადით ვასრულებ. ეს ყველაფერი ტექნიკური მხარეა, მაგრამ ამბის დაწერისას და მის ილუსტრაციის დროს მე ვფიქრობ ამბის დრამატურგიულ ხაზზე, მთავარი გმირის წარდგენაზე პირველ თავში და თუ როგორ შეიძლება მისი პიროვნების შექმნა და ილუსტრაცია ისე რომ მკითხველს გაუჩნდეს ამ პერსონაჟის მიმართ გარკვეული მხარდაჭერის სურვილი, ინტერესი და ცნობის მოყვარეობა იმის მიმართ თუ როგორ შეიძლება იგი განვითარდეს ამ ფიქციურ სამყაროში. შემთხვევაში ეს სამყარო სპორტის კონკრეტული სახეობის, რაგბის გარშემო ვითარდება, რაც მაძლევს უამრავ საშუალებას რომ აქცენტი გავაკეთო პერსონაჟების არა მხოლოდ პიროვნულ განვითარებაზე არამეთ მათ ფიზიკურ და სპორტული უნარების და შესაძლებლობების განვითარებაზე. ერთია, როდესაც მაყურებელი თამაშს უყურებს მოედანზე, მაგრამ მეორეა როდესაც ამ თამაშის მნიშვნელოვანი მომენტების ილუსტრირება შემიძლია ისეთ დონეზე, სადაც რეალური კამერა ვერ ახერხებს გარკვეული მომენტების დოკუმენტირებას.

ამ კომიქსში, მე როგორც მხატვარს იმის პასუხისმგებლობაც და თავისუფლებაც მაქვს, რომ ამ სპორტის ენერგია, დინამიკა და სილამაზე ავსახო მხატვრულ დონეზე, ისე რომ მთლად არ ავცდე რეალობას, მაგრამ საკმარისი დოზით მოვახერხო რეალობის უტრირება შთამბეჭდავი ეფექტის და განცდის შესაქმნელად.

ამ მხრივ ეს პროექტი საინტერესო შემოქმედებითი პროცესის მხრივ და თანაც მე პირველად ვეჭიდები ამდაგვარი სახის სცენარს.

როგორ დაკავშირდით “ახალ საზოგადოებას” და როგორი გუნდია პროექტის ირგვლი შემოკრებილი ?

გუნდი საკმაოდ მხარდამჭერია, კომპეტენტურები არიან თავიანთ საქმიანობაში და ბევრ საკითხში მეხმარებიან რადგან მე პირადად არ ვარ ახლოს გაცნობილი რაგბის სპორტთან და მის ისტორიასთან. “ახალი საზოგადოების” ერთერთმა წევრს ჩემი თავი ურჩიეს ერთ-ერთმა ჩემმა მხატვარ კოლეგა/ახლო მეგობარმა, რის შემგდომ ჩვენ ერთი შეხვედრის მერე გადავწყვითეთ ერთად თანამშრომლობა.

 

როგორც ვიცით თქვენ აქამდე რამოდენიმე კომიქსზე გაქვთ ნამუშევარი რით იქნება ახალი კომიქსი ძველი კომიქსებისგან განსხვავებული ? ეს პირველი სპორტული კომიქსია ჩემთვის, და მაქედან გამომდინარე ნახატებიც, მოქმედებაც და საერთო დრამატურგიაც სულ სხვანაირ მიმართულებას იძენს სხვა კომიქსებთან შედარებით. სტილისტურად ეს კომიქსი გავს წინა ნამუშევრებს, რადგან ჩემი მხატვრული ხელწერის რადიკალური შეცვლა აქ არ არის საჭირო.

 

სოსო, ძველ პროექტებზე, რომ განვაგრძოთ – ამ შემთხვევაში უფრო აქცენტს გავაგეთებ ქუჩის
მხატვრობაზე, საინტერესოა, როგორ გაჩნდა იდეა, რა უნდა დაგეხატა და რომელ ნამუშევარ გამოარჩევდი? 

ბავშობიდან მაინტერესებდა თუ როგორია კედლის მოხატვა. მახსოვს გრაფიტის ესკიზებსაც კი ვაკეთებდი რაღაც პერიოდი. მას მერე წლები გავიდა, ხოლო 2019ში პირველად გავბედე და გმირთა მოედნის მოხატულ კედლებს შორის ვიპოვე ცარიელი ადგილი და გადავწყვიტე ჩემი თავი გამომეცადა. მაგ დღის მერე მალევე გავიცანი ქუჩის მხატვრები რომლებიც მაგ პროექტში იღებდნენ მონაწილეობას, ერთი ამბავი მეორეს მიყვა და საბოლოო ჯამში ისეთ სიტუაციაში ავღმოჩნდი, სადაც საბურთალოს გამგეობასთან პარტნიორობით მოვხატე ორი რეაბილიტირებული სკვერის კედლები.

რთულია ჩემთვის ამ ეტაპზე რომელიმე ნამუშევრის გამორჩევა, იმის კვალობაზე რომ საერთო ჯამში არც თუ ისე ბევრი ნამუშევარიც მაქვს შექმნილი ამ განხრით. ფანასკერტელის ქუჩაზე მოხატული, თაღებიანი კედელი იმით მომწონს, რომ მანდ სრული თავისუფლება მქონდა მოცემული თემატიკის მხრივ, ისევე როგორც ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც ჩემს მიერ შერჩეული მოტივი გამოვხატე. ორივეგან დიდი სიამოვნება მივიღე ხატვისას, თუმცა საბურთალოზე, coffee lab-ის გვერძე სკვერში ჩეხური კულტურული მემკვიდრეობის თემატიკით მთხოვეს რომ შემექმნა ესკიზი, რამაც ერთგვარი საზღვრები შემიქმნა, მაგრამ მაგის მიუხედავად ეგეც საინტერესო პროექტი იყო სადაც ალფონზო მუხას, ფრანტიზეკ კუპკას და ბოუმილ კუბისტას ნამუშევრების კოლაჟი გამოვხატე. მანდაც დიდი სიამოვნება მივიღე ამხელა ოსტატების ნამუშევრების ილუსტრირებისას, რამაც გამვლელ მაყურებელში შეიძლება გამოიწვიოს ინტერესი ჩეხური ხელოვანების მიმართ.

 

 

სოსო, როგორც გავიგეთ საქართველოში არ ცხოვრობდით დიდი ხანი. როგორია შენი, როგორც მხატვრის ისტორია, საიდან იწყება და რა გზა გამოიარე დღემდე?

აიმე, მაგდენის მოყოლას არ ვაპირებ, ნამდვილად არაა საჭირო. მოკლედ რომ ჩამოვთვალო, ლატვიაში გავიზარდე 13 წელი, შემდგომ საქართველოში 2006-ში დავბრუნდით ოჯახი, 2011ში ჩავაბარე ჰოლანდიაში დიზაინის აკადემიაში, მას მერე ისევ უკან მოვბრუნდი და არქიტექტურული მიმართულებით მოვრჩი ბაკალავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წელს. ამ ჟამად კი სხვადასხვა პროექტებში ვიღებ მონაწილეობას როგორც ხედავთ, თან პარალელურად ვემზადები რომ უცხოეთში ისევ გავაგრძელო სწავლა, რასაც ვთვლი რომ ჩემი საბოლოო კვლევითი პროცესი იქნება უმაღლესი შემოქმედებითი სასწავლებლოს კუთხით. 


ერთი რამ, რასაც ამ წლების განმავლობაში მუდმივად ვაკეთებდი, ლამის არია ყოველ დღე, იყო ხატვა. დასწყებული 5თვის ასაკიდან, დღევანდელ დღემდე მოყოლილი, და სავარაუდოდ ამ ერთ რამეს ცხოვრების ბოლომდე არ შევწყვეტ.

 

როგორ ფიქრობ ახალი სპორტული კომიქსი რას მოუტანს ქართულ სახელოვნებო სივრცეს და შენ პირადად?

ქართულ კომიქსების კატალოგში გაჩნდება სპორტული ჟანრის პირველი კომიქსი, ხოლო ჩემთვის ეს იქნება კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საფორთფოლიო ნამუშევარი.