მთავარი ახალი ამბები საბჭოთა და ამერიკელი ექსპერტები ნამახვანჰესის პროექტზე და ნორვეგიელების გამოჩენა

საბჭოთა და ამერიკელი ექსპერტები ნამახვანჰესის პროექტზე და ნორვეგიელების გამოჩენა

1027
0

2006 წელს ნამახვანჰესის კასკადის პროექტი შეაფასეს ამერიკელმა ექსპერტებმა საქართველოს მთავრობის თხოვნით. შეფასება დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეფასების საფუძვლად იქცა საბჭოთა ექსპერტების მიერ ამ პროექტის ვარგისიანობის მრავალმხრივი შესწავლის დასკვნები რომლებიც გაკეთდა 1970-1980-იან წლებში, 2006 წლის ელექტროენერგიის ბაზრის მონაცემები და ადგილზე ჩატარებული დათვალიერებანი. ამერიკელთა შესწავლის თანახმად, ნამახვანჰესის პროექტი ზოგადად უარყოფითად შეფასდა, თუმცა მათ საქართველოს მთავრობისთვის სპეციფიკური რჩევა კასკადის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ არ მიუციათ (შესაძლებელია რომ ეს მათ დავალებაში არ შედიოდა). ამ 2006 წლის 5 ივლისით დათარიღებული სრული დოკუმენტის ნახვა შეიძლება აქ.

საბჭოთა პერიოდის ჰესთა კასკადის გეგმა       

1970-1980-იან წლებში საუბარი იყო სამჰესიანი კასკადის განხორციელებაზე: ტვიშში, ნამახვანში და ჟონეთში. საერთო სიმძლავრე ამ პროექტისა გათვალისწინებული იყო 450 მეგავატით. შესაბამისად საბჭოთა მთავრობამ გეგმის შესაფასებლად საქმეში ჩართო მთელი რიგი კვლევითი ინსტიტუტებისა (40-ზე მეტი), რომელთაც დაევალათ შესაძლო პროექტის ყოველი შესაძლო მხარე შეესწავლათ. ამ დასკვნების მონაცემები შემდეგ ამერიკელ ექსპერტებს გადაეცათ რომლებმაც თავადაც შეისწავლეს გარემო 2006 წელს გამოცემული დასკვნისთვის. საყურადღებოა რომ იმ წელს საქართველოს მთავრობა სამჰესიანი კასკადის პროექტის განხორციელების ღირებულებას აფასებდა 630 მილიონ დოლარად. ამერიკელებმა ეს გადამეტებულად მიიჩნიეს და საბაზო ღირებულებად აიღეს 600 მილიონი დოლარი: ე.ი. სამჰესიანი კასკადი, 450 მეგავატი, 600 მილიონი დოლარი.

რას კარგავს და აფუჭებს კასკადი

                დოკუმენტის თანახმად, კასკადი აშენება იგეგმება რიხტერის შკალით 8 ბალის სეისმურ ზონაში. თუმცა ეს დოკუმენტში განმარტებული არ არის (იგულისხმება რომ მკითხველს ამდენი ესმის) რიხტერის შკალის მიხედვით 8 და მეტი ბალის სეისმური მოვლენა განეკუთვნება ყველაზე დიდი მიწისძვრების კატეგორიას. ასეთ მიწისძვრებს ეპიცენტრთან ახლოს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, ჰესების ჩათვლით.

დოკუმენტის მიხედვით ამ გეგმის შედეგად იკარგებოდა უნიკალური ყურძნის და ღვინის ჯიშები, სახელდობრ ტვიში. ამ ჯიშის გადატანა სხვა ადგილას ხარისხის დაკარგვის გარეშე ექსპერტებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. საერთოდ მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 1743 ჰექტარი მიწა, საიდანაც დაახლოებით 297 ჰექტარი არის სასოფლო სამეურნეო. აქედან 30 ჰექტარი დათმობილი აქვს მეღვინეობას. აგრეთვე აღინიშნა რომ ჩასაძირ ტერიტორიაზე არის ბარიტის (ბარიუმ სულფატის) დეპოზიტები, რომლის ათვისებაც ამჟამად არ ხდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამსაფეხურიანი კასკადი სჯობს ორსაფეხურიანს (რომლის აშენებასაც ამჟამად ენკა აპირებს), რამეთუ სამსაფეხურიანი თავიდან იცილებს ძვირფასი ვენახის ტერიტორიის დატბორვას და შესაძლებელს ხდის ცოლიკაურისა და ტვიშის გადარჩენას.

ნამახვანჰესის კასკადის პროექტი შესაძლებელს ხდის მალარიის გაჩენას აღნიშნულ ტერიტორიაზე. მითითებულია რომ 1970 წლის შემდეგ საქართველოში მალარია არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამ დატბორვის შედეგად მალარია შეიძლება დაბრუნდეს. დოკუმენტში აღნიშნულია რომ ძველი სასაფლაოები დაიტბორება და მათი გამაგრება არის საჭირო.

ნამახვანჰესის კასკადი დატბორავს 27 ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლს რომლებიც სათანადოდ არ არიან შესწავლილი. ეს ყველა ძეგლი ეხება საქართველოს ისტორიას. დოკუმენტი აღნიშნავს რომ ეს არეალი „ძალიან საინტერესოა“ ისტორიული კვლევის მხრივ.

ბოლოს, დოკუმენტი აღნიშნავს რომ საფრთხე ემუქრება და დაზარალდება შავი ზღვის პლიაჟებს ფოთის მიდამოებში, რამეთუ მნიშვნელოვნად შემცირდება რიონის მიერ სედიმენტების ჩანატა ზღვაში.

აგრეთვე აღსანიშნავია რომ დოკუმენტი არაფერს ამბობს კლიმატის შესაძლო ცვლილებებზე, რამეთუ 1970-1980-იან წლებში ეს საკითხი აქტუალური არ იყო. სამაგიეროდ არსებობს უფრო ახალი მონაცემები (OECD), რომლიც მიხედვითაც საქართველოში მოსალოდნელია ზრდა შემდეგი კლიმატური მოვლენებისა: უფრო მაღალი საშუალო ტემპერატურა, მიწის ეროზია, გახანგრძილევებული გვალვები, წყალდიდობა და სეტყვა. ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას მოახდენს სასოფლო მეურნეობაზე ხოლო კატასტროფული მოვლენათა რაოდენობა, ე.ი. მეწყერი და მიწის ჩამოწოლა, კი გაიზრდება. მაგალითისთვის, 1972 წელს საქართველოში დაფიქსირებული იყო 10 ათასზე ნაკლები მეწყერი, ხოლო 2013 წელს კი 50 ათასზე მეტი.

ნამახვანჰესის კასკადის რენტაბელობა

აქ განხილული დოკუმენტის თანახმად, ნამახვანჰესის კასკადი მიჩნეულია არამომგებიანად თუ წარმოებულ ელექტროენერგიას მარტო საქართველოში მოიხმარენ. სამაგიეროდ, დასკვნაში აგრეთვე მითითებულია, რომ მოგება შესაძლებელია თუ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი წავა ექსპორტზე თავისუფალი საბაზრო ფასით. დოკუმენტში დაწვრილებითი საბაზრო ანალიზია მოყვანილი, თუმცა გასახსენებელია, რომ ამერიკელთა შეფასებით პროექტის ღირებულება 600 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო და არა 850 მილიონი, რაც პროექტის რენტაბელობას კიდევ უფრო საეჭვოდ ხდის.

მიუხედავად ყველაფერი ამისა, საქართვლოს მთავრობამ პროექტის ისტორიაში შემდგომი ნაბიჯი გადადგა 2012 წლის 2 თებერვალს და კასკადის აშენების მსურველები საკონკურსოდ მოიწვია. სიმძლავრედ იგივე 450 მეგავატი იყო დატოვებული, მაგრამ 6 წლის განმავლობაში პროექტის ფასმა რატომღაც 200 მილიონი დოლარით მოიმატა: 2012 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის ღირებულებამ 800 მილიონ დოლარამდე აიწია.

ნამახვანჰესის პროექტის კონკურსი 2017 წლის 17 იანვარს მოიგო კომპანიამ რომელსაც ერქვა Clean Energy Group Georgia, სავარაუდოდ ნორვეგიული წარმოშობის კომპანიამ. პროექტის მინიჭების წერილს ხელი მოაწერა მამუკა კობახიძემ, ხოლო წერილის ადრესატი იყო ბიორნ ბრანდტცაეგი (წერილის ასლი ზემოთ ფოტოზე). პროექტის გადაცემის შემდეგ გამოირკვა რომ ნორვეგიული კომპანია იყო ლეღვის ფოთოლი თურქული ენკა-სი — სწორედ თურქული კორპორაცია იყო 90%-ის მფლობელი ამ კომპანიისა, ხოლო ნორვეგიელებს სავარაუდოდ ეკუთვნოდათ დანარჩენი ათი. მოგებულმა კომპანიამ იმავე წელს სახელი გამოიცვალა და დაირქვა მშობელი კორპორაცია ენკა-ს მიხედვით Enka Renewables. სავარაუდოდ, იმავე პერიოდში ნამახვანჰესის პროექტის ღირებულება 850 მილიონი დოლარი გახდა.

წყარო: stateinterest.wordpress.com