მთავარი ახალი ამბები ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ვიყავით ჩასული ჭყონდიდში – ვარლამ გოლეთიანი

ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ვიყავით ჩასული ჭყონდიდში – ვარლამ გოლეთიანი

407
0

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს სალხინოს მამათა მონასტერში იმიტომ ჩავიდა, რომ ბზობის დღესასწაული აღენიშნა.

“მგონი, უკვე არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვგულისხმობ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიას, ასევე, არის მეუფე სტეფანე მისი მმართველი და მეუფე სტეფანე გახლავთ, ასევე, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც. მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან, იცით თქვენ ამის შესახებ და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც მეუფე აღავლენს ღვთისმსახურებას. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, ხშირად დავდივართ თავად ცაგერში, სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, როცა მეუფემ დამატებით შეითავსა ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა აღევლინა საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად აღსრულებაზე ამჯერად ჭყონდიდში. […] გვინდა, რომ კანონზომიერება ავხსნათ ამ პროცესების, უფრო სწორად, ის, რომ ჩვენ ვართ ზოგადად ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ჭყონდიდში”, — განაცხადა გოლეთიანმა.

სალხინოს მამათა მონასტერში, ამბოხებულებად წოდებული სასულიერო პირებმა წირვაზე მოსულ მრევლს დაუპირისპირდენ, სადაც ვარლამ გოლეთიანიც იმყოფებოდა. მისი თქმით, მას სურდა, ეპარქიაში ცხოვრება მშვიდობიანად გაგრძელებულიყო.