მთავარი ახალი ამბები ალენ დელონი, რომ ჩამოვიდა მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი...

ალენ დელონი, რომ ჩამოვიდა მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი –

87
0

გთავაზობთ ნიზოლოზ წულუკუძის წერილს სოციალურ ქსელში კახი გავსაძესთან დაკავშირებით უცვლელად

“ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა- ერთ მშვენნიერ დღეს შენი ცოლი, ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა- აი მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…
ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა გმირობა იყო, აბა რა იყო. საუბრის დროს მესამე ვინმე თუ მოვიდოდა მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება ისეთი…
ალენ დელონი რომ ჩამოვიდა მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთმეთქი, შერცხვა, იცი მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია არ შევაწუხოთო, ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ ელონიც ხარ და მარლონ ბრანდოცთქო, მერე რომ მირეკავდა ასე მეუბნებოდა- ალენი ვარ დელონიო… ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა, ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც. იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36 წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა.
მშვიდობით კახო, ძალიან მომენატრები”