მთავარი ახალი ამბები ენკა კორიფციულ გარიგებაშია მხილებული

ენკა კორიფციულ გარიგებაშია მხილებული

551
0

რა მსგავსებაა ენკას მიერ კოსოვო-ალბანეთში დადებულ საეჭვო ხელშეკრულებასა და ნამოხვანჰესის ხელშეკრულებას შორის?

 ქვემოთ მოცემული სტატია, რომელიც მოვიპოვეთ უცხოურ მედიაში და ვთარგმნეთ, გვამცნობს, რომ კომპანია ენკა კორუფციულ სკანდალში გაეხვა. კოსოვო-ალბანეთის 137 კმ.-იანი გზატკეცილის საზღაურმა 2 მილიარდ ევროს მიაღწია.

არასწორმა დაგეგმარებამ,  საეჭვო ტენდერმა, ლობისტობამ, არარეალურმა ფასებმა და მაქსიმალური ზღვარის არ დაწესებამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მხარეს, სადაც მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, დამატებითი ეკონომიკური და ფინანსური ზარალი მოუტანა, ხალხის ფული კი უმიზნოდ გაიფლანგა.

ამხელა თანხის გადახდამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები (სკოლები, საავადმყოფოები, პატარა გზების მშენებლობა) სახსრების გარეშე დატოვა, პროექტის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ ვერ ხერხდება  მაგისტრალის პოტენციალის სრული ათვისება და იგი მხოლოდ 10 %-ით არის დატვირთული.

ზემოხსენებულმა ფაქტორებმა სამ სხვადასხვა გამოძიებას დაუდო საფუძველი: 1. შესაძლო კორუფციული გარიგების, 2. თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და 3. კონტრაქტთან დაკავშირებული თაღლითობის მიმართულებებით.

კრიტიკოსების განცახადებით, კონტრაქტი აშკარად სამშენებლო კომპანიის სასარგებლოდ იყო დადებული.

კოსოვო-ალბანეთის გზატკეცილის და საქართველოში ნამოხვანჰესის ხელშეკრულებების და ფაქტების შედარებამ ერთმანეთის მსგავსი არაერთი მოცემულობა გამოკვეთა.

1.         პირველი მსგავსება: მიზნობრიობა და მიზანშეწონილობა – რამდენად მიზანშეწონილი იყო და არის ეს პროქტები მოცემული ქვეყნებისთვის.

როგორც აღინიშნა, კოსოვო-ალბანეთის მაგისტრალის აშენებისთვის არარეალურად დიდი თანხები დაიხარჯა, თუმცა აცხადებდნენ, რომ ეს განავითარებდა ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებს და წაადგებოდა ორივე ქვეყნის (კოსოვოსა და ალბანეთის) ეკონომიკას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ მოხდა და მაგისტრალის პოტენციალის მხოლოდ 10 %-ია ათვისებული. ეკონომიკური სარგებელი და ენერგოდამოუკიდებლობა ედება საფუძვლად საქართველოში ნამოხვანჰესის პროექტს, თუმცა ყოველგვარი განაცხადი, რომ ეს ჰესი სახელმწიფოს ენერგოდამუკიდებლობას მოუტანს,  კონტრაქტის შინაარსით ცალსახად ბათილდება.

2.         საეჭვო ტენდერები.

ორივე პროექტის შემთხვევაში საეჭვოა, როგორ ჩატარდა ტენდერი და როგორ გაიმარჯვა კომპანია ენკამ! რაზეც კოსოვო-ალბანეთის პროექტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო საქართველოშო ჯერ კიდევ უცნობია ტენდერის ჩატარების დეტალები!

3.         ხელშეკრულებაში არსებული პრობლემები.

 ფაქტია რომ კოსოვო-ალბანეთის გზატკეცილი გეგმისა და ფასის ზღვრის დაწესების გარეშე დაიწყო, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა პროექტი. საქართველოში კი ჰესის მშენებლობა ენკამ საფუძვლიანი წინასწარი კვლევის გარეშე, ხოლო არსებული კვლევების ფონზე – პასუხგაუცემელ კითხვათა არსებობის პირობებში დაიწყო.

4.         მიწის გადაცემის საკითხი.

 ხელშეკრულებაში წერია, რომ ენკას, არსებულის გარდა, შეუძლია დამატებით სახელმწიფოსგან მოითხოვოს  “პროექტისთვის საჭირო” მიწები  სიმბოლურ ფასად  , ბუნდოვანია, სად გადის ზღვარი თუ რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს მიწები!

5.         მსგავსება შესაძლო კორუფციულ და ასევე ლობისტურ საქმიანობაში! 

კოსოვო-ალბანეთის შემთხვევაში ეს ცალსახად ჩანს რიგ შემთხვევებში მაგალითად, აშშ-ს ელჩი რომელიც აშკარად ლობირებდა აღნიშნულ პროექტს, რამდენიმე წლის შემდეგ ამ კომპანიაში დაიწყო საქმიანობა მაღალ თანამდებობაზე, რაც ბევრ კითხვებს ბადებს!

საქართველოში კონტრაქტი დადებულია კომპანია ენკას სასარგებლოდ, არ არის გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესები, ენკა დაზღვეულია ყველა რისკისგან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  2006-2007 წლებში განახლდა ამ პროექტზე მუშაობა, ამ წლებში პროექტი შეფასდა 600 მილიონი დოლარით, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების აზრით საკმარისი იყო ჰესის მშენებლობისთვის, ხოლო ახლა პროექტი შეფასებულია 850 მილიონ დოლარად, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს სავარაუდო კორუფციისა.

 ასევე საეჭვო ფაქტია ისიც,  რომ 2007 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს აქტიურად დაიწყო მუშაობა ნამახვან ჰესის პროექტზე, მაშინ ეკონომიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მერაბ ლომინაძე, რომელიც დღეს ენკას დირექტორია საქართველოში.  ეს ყველაფერი ბადებს საფუძვლიან ეჭვს საქმე ხომ არ გვაქ ლობისტურ ან კორუფციულ სქემასთან!

6.         სამართლებრივი ასპექტი.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კოსოვო და ალბანეთი მსგავსად საქართველოსი, ევროპაში  განვითარებისა და სამართლებრივი ნორმების კუთხით არცთუ ისე მაღალ საფეხურზეა, რაც კრიტოკოსების ეჭვებს ამძაფერებს!

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ საქართველოში დადებული კონტრაქტი დასრულდება იმავე შედეგით რაც კოსოვო-ალბანეთში მოხდა!

სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

ალბანეთი-კოსოვოს გზატკეცილის მშენებლობის ხარჯმა 2 მილიარდ ევროს მიაღწია

დამალული ოფიციალური დოკუმენტების დასტა პირველად გვამცნობს დეტალებში, რომ ლობინგმა, ცუდმა დაგეგმარებამ, „არაკოპეტენტურმა ტენდერებმა“, ფასის ზღვარის დაწესების პრობლემამ და გაბერილმა ფასებმა ალბანეთისა და კოსოვოს გადასახადების გადამხდელებს 2  მილიარდი ევრო დაუტოვა  გადასახდელი მხოლოდ 137 კმ. გზისათვის.

გზატკეცილი მდებარეობს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და შეუმჩნეველ  კუთხეში, სადაც ბევრი ადგილობრივი მოსახლე უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ოთხ ზოლიანი, 137 კმ-იანი გზადკეცილი, რომელიც აერთიანებს კოსოვოსა და  ალბანეთის დედაქალაქებს, რეგიონს დაუჯდა  2 მილიარდი ევრო, რომელმაც სხვა უფრო საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები (სკოლები, საავადმყოფოები, პატარა გზების მშენებლობა) სახსრების გარეშე დატოვა. 

6-თვიანი კვლევების შემდეგ, ბალკანეთის კვლევითმა ორგანიზაციამ (BIRN) კოსოვოდან და ალბანეთიდან გამოაქვეყნა მანამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტები, რომელიც დეტალურ ინფორმაციას იძლევა არასწორი მენეჯმენტისა და  მუდმივად მზარდი ფასების შესახებ, რომელმაც დღემდე საფუძველი დაუდო 3 სახის გამოძიებას: შესაძლო კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კონტრაქტთან დაკავშირებულ თაღლითობებს.

გზატკეცილის მშენებლობის მიზანი იყო გაზრდილი ვაჭრობისა და ტურიზმიდან შემოსავლების მიღება და ორი ქვეყნის სიმდიდირის  გაზრდა, თუმცა მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო დანახარჯები ორჯერ მეტი აღმოჩნდა თავდაპირველად  გათვლილი ფასებისგან.

გასულ წელს გზის გახსნიდან ვაჭრობამ კოსოვოსა და ალბანეთს შორის მხოლოდ მოკრძალებული  ზრდა განიცადა, მაგრამ მას არ გამოუწვევია სატვირთო მანქანების რიგები, რომელსაც ჩვეულებრივ ვხედავთ ბალკანეთის სხვა საზღვრებზე. ექსპერტების გათვლებით,  გზის პოტენციალის გამოყენება ხდება მხოლოდ 10 %-ით.

მეორე მხრივ, სამშენებლო კომპანია Bechtel-Enka-მ ასობით მილიონი ევროს მოგება ნახა, კრიტიკოსების განცახადებით, კონტრაქტი იყო აშკარად სამშენებლო კომპანიის სასარგებლოდ.

სწრაფი ტენდერი

კონტრაქტი გზადკეცილის ასაშენებლად, პირველადი სამუშაოების ჩატარებისათვის – რომელიც შეაერთებდა ტირანას კოსოვოს საზღვართან დამტკიცდა 2006 წელს სწრაფი რეჟიმით. აღნიშნული პროცესი მსოფლიო ბანკისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების მტკიცებით იყო არაკონკურენტუნარიანი და უსამართლო.

აშშ-ის სამშენებლო გიგანტმა (Bechtel) და მისმა თურქულმა პარტნიორმა (Enka) მოიპოვეს კონტრაქტი, რათა აეშენებიონათ გზის 60 კმ. მთის ნაწილში 418 მილიონ ევროდ.

აშშ-ის საელჩომ გააქარწყლა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეშფოთებები ალბანური ტენდერის პროცესთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით გზატკეცილი კოსოვოსა და ალბანეთის ეკონომიკებს გაზრდიდა.

საბოლოოდ, გზადკეცილისთვის  ტირანას დანახარჯმა შეადგინა  950 მილიონი ევრო, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის რიდვან ბოდეს გაჟონილი ელ.ფოსტის მიმოწერის თანახმად.

კონტრაქტი კოსოვოს ნაწილის ასაშენებლად გაფორმდა 2010 წელს იგივე კომპანიებთან, კოსოვოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის კრისტოფერ დელის ლობინგით.

დელი შემდეგ დაინიშნა  Bechtel-ის დირექტორად აფრიკაში, რომელმაც კითხვები დაბადა გარიგების მორალურ პრინციპებთან დაკავშირებით. Bechtel-ის სპიკერმა  მიქაელ მიჩელმა მკაცრად უარყო მსგავსი უწესო საქციელი და  განაცხადა, რომ დელი მოქმედებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წესების შესაბამისად, როგორც კი კომპანიამ გაუკეთა შეთავაზება პოტენციური სამსახურის შესახებ, ის მოემზადა კოსოვოს დასატოვებლად, ასევე იმეორებდა რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა აღნიშნული ფირმის საქმიანობასთან.

თუმცა, მაღალი რანგის დიპლომატი ანდრეა კაპუსელა, რომელსაც დაევალა კოსოვოს ეკონომიკის ზედამხედველობა, მოუწოდებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რათა გადაეხედა დელის მიერ კომპანიის  მხარდაჭერისათვის, ყოფილი ელჩის ახალი სამსახურის გათვალისწინებით.

არავითარი ვარაუდი არ არსებობს, რომ დელი არ მიჰყვა აშშ-ის რეგულაციებს სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორში გადასასვლელად. არსებობს ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი ვიდრე ყოფილ ელჩს შეუძლია აშშ-ის მთავრობას გაუწიოს ლობინგი კერძო კომპანიის სახელით, მაგრამ მათ არ ეკრძალებათ დაიწყონ სამსახური კერძო სექტორში, იმ კომპანიასთან რომელსაც ისინი დაეხმარნენ კონტრაქტის მოპოვებაში.

დანახარჯებმა კოსოვოში ასევე  მოიმატა, მას შემდეგ რაც  მთავრობამ ვერ გაითვალისწინა თავისი სამართლებრივი რჩევები და ვერ შეძლო დაეწესებინა დადგენილი ფასი გზის მშენებლობისთვის. დანახარჯი გაიზარდა 400 მილიონიდან 102 კმ. გზატკეცილისთვის 838 მილიონ ევრომდე 77 კილომეტრზე.

Bechtel-Enka -ს კომპანიებმა მიიღეს კოსოვოს სახელმწიფო ხაზინიდან 2011-2012 წლებში და 2013 წელს უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სამინისტრომ. ამასობაში, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ახალი სკოლების მშენებლობა შეჩერებულ იქნა.

BIRN მოიპოვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ლულზიმ ბაშას სამართლებრივი დევნის შესახებ  – ალბანელი პოლიტიკოსის, რომელმაც ხელი მოაწერა გარიგებას ქ. ტირანაში, ბრალდებით, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას კონტრაქტთან დაკავშირებით.

დოკუმენტები ცხადყოფს, რომ Bechtel-Enka კომპანიების ფასი აღემატებოდა ორჯერ მეტს, ვიდრე ადგილობრივი კონტრაქტორების, რომელიც ალბანელ გადასახადის გადამხდელებს დაუჯდათ 191 მილიონ ევროზე მეტი.

საგამომძიებლო საბუთების თანახმად „ყველა წარდგენილი დანახარჯი  მოგებული კომპანიის მიერ ბევრჯერ აღემატება ალბანურ ფასებს.“ მაჩვენებლები იყო დაანგარიშებული ორი სახელმწიფოს აუდიტების მიერ, რომლებმაც შეადგინეს 158 გვერდიანი რაპორტი, რომელიც დეტალურტად აღწერდა გზატკეცილის კონტრაქტის პრობლემებს  და,  რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.

აღნიშნული მასალები წარმოადგენდა ბაშასა და მისი 2 მრჩევლის, ანდი ტომასა და არმანდ ტელტის სამართლებრივი დევნის საქმის საფუძველს. ყველამ  უარყო არასწორი ქმედება  და საქმე იყო შეწყვეტილი 2009 წელს იურიდიული ფორმალობით.

არავითარი ფასის ლიმიტი, არავითარი გეგმა

გამომძიებელთა გუნდი აცხადებს, რომ, რადგან კონტრაქტი იყო ხელმოწერილი დანახარჯების ლიმიტის შეუთანხმებლად ან დეტალური მშენებლობის გეგმის გარეშე, ფასები უკონტროლოდ გაიზარდა. 

პროკურორებმა ასევე გააკრიტიკეს ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის (Ecorys) დაქირავება და უსამართლო უწოდეს, რადგან ფირმის როლი იყო განცხადებული მანამ სანამ მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კონსულტანტის დანიშვნის შესახებ.

სწრაფი ტენდერის პროცესი, რომლითაც  4 შერჩეული კომპანია იქნა შეფასებული,  სამუშაოს შესასრულებლად კომპეტენტურად, ფასის დასახელების გარეშე, იყო აღწერილი პროკურატურის გამომძიებლების მიერ, როგორც შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო.

პრეტენზიები რომ Bechtel-Enka-ს კომპანიას მისცეს კონტრაქტი, მიუხედავად შეთანხმებული მშენებლობის გეგმის ან ფასის ზღვარის არ არსებობისა, აგრეთვე იყო გაკეთებული Niko-Naska მიერ. (ტენდერის ხუთკაციანი შეფასების კომიტეტის მხოლოდ ერთი ალბანელი წევრი). აღნიშანული განცხადება გაკეთდა BIRN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ჩემი პირველი კითხვა იყო: „როგორი არის პროექტის გეგმა, ვინმემ შეხედა ამას სიფრთხილით?“ მაგრამ საერთოდ არ არსებობდა პროექტის გეგმა. როგორ შეგიძლიათ რაიმეს აშენება მშენებლობის გეგმის გარეშე, განსაკუთრებით ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის, როგორიც ეს არის, რომელიც მერყეობს 400 მილიონი ევროდან 1 მილიარდ ევრომდე.

„როგორ შემიძლია, მე ინჟინერს წლების გამოცდილებით, რომელსაც აშენებული აქვს რეაქტორები და პორტები, თავი დავხარო ასეთ დონემდე და ვიყო ამ ტენდერის ნაწილი?“

Naska-მ უთხრა BIRN,  რომ მას სთხოვეს მონაწილეობა მიეღო შეფასებაში ერთი დღით ადრე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეეძლო გაძღოლოდა ინგლისურად გამართულ პროცესს, მან პროცესი დატოვა პირველი დღის შემდეგ.

„მთავრობამ დამირეკა ერთი ღამით ადრე და მითხრა, რომ შერჩეული ვიყავი პრემიერ-მინისტრის სალი ბერიშას მიერ, რომელსაც უთქვამს ძალიან ბევრი კარგი  ჩემს შესახებ… მაგრამ მე არ ვიცოდი არაფერი ტენდერის შესახებ, ასე რომ როგორ შემეძლო მისი ნაწილი გამხდარვიყავი?“ – განაცხადა მან.

მან, ასევე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა წვდომა არცერთ ტენდერის დოკუმენტზე, რომელიც იყო დაწერილი ალბანურად.

საბოლოოდ, შეფასების კომიტეტის ოთხმა დარჩენილმა წევრმა შეარჩიეს Bechtel-Enka და მოლაპარაკებები შესაბამის ფასზე დაიწყო.

იმ პერიოდში, ტრანსპორტის მინისტრი, ბაშა დაობდა, რომ  Bechtel-Enka-ს კომპანია შერჩეული იყო გამჭვირვალედ და სწრაფი ქმედება იყო საჭირო, რადგან ერთწლიანი დაყოვნება ქვეყანას დაუჯდებოდა 75 მილიონი ევრო – 60 მილიონი ევრო ეკონომიკის ზრდიდან და 15 მილიონი ევრო გაზრდილი დანახარჯებიდან. არასდროს არ ყოფილა არანაირი სამხილი წარმოდგენილი აღნიშნული თანხების სისწორის დასამტკიცებლად.

BIRN-მა გზადკეცილთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა ბაშას, რომელიც ახლა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერია და ქ. ტირანას მერია,  მაგრამ მან თავი შეიკავა კომენტარისაგან.

აშშ-ის დიპლომატიური ხაზი, ასევე Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2009 წელს, იძლევა დეტალურ ინფორმაციას ცუდი ლოჯისტიკური და ფინანსური დაგეგმარების შესახებ.

ტირანაში ამერიკის საელჩოს ოფიციალური პირის მემორანდუმის თანახმად, Bechtel-ის პირველადი შეფასებით მიწის 7 მილიონი მეტრი ტონა საჭიროებდა გათხრას, რომელიც გაიზარდა 14 მილიონამდე, როდესაც კონტრაქტს ხელი მოეწერა 2006 წელს და შეადგინა 32 მილიონი 2009 წლის აპრილისთვის, 1 წელზე მეტი ხნის წინ ალბანური გზატკეცილის ნაწილის  დასრულებამდე.

ხაზის ინფორმაციით, მიუხედავად გაზრდილი დანახარჯისა, გზამ მოუტანა „დიდი სარგებელი Bechtel-ის კომპანიას“.

აშშ-მ გზა გაუხსნა Bechtel

BechtelEnka-ს წინადადებას ასევე მოჰყვა მწვავე კრიტიკა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა პროექტის მხარდაჭერაზე ან ტირანას დაფინანსების დახმარებაზე.

2006 წელს Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ კაბელში, სათაურით ”ხელისშემშლელი ფაქტორი Bechtel-სთვის, გზატკეცილის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობაზე“, მარჩი რიესმა, მაშინ ალბანეთში აშშ-ს ელჩმა, განაცხადა, რომ ის დაეხმარებოდა მთავრობას მსოფლიო ბანკის წინააღმდეგობების გადალახვაში, რადგან ახალი მაგისტრალი “არა მხოლოდ ალბანეთის ვაჭრობას დაეხმარება, არამედ კოსოვოსაც”.

აშშ-ს ჩართულობა გასცდა საელჩოს მხარდაჭერას. რიესმა დაწერა, რომ მას ბაშამ უთხრა, რომ აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების ყოფილი მდივანი, ტომ რიჯი კონსულტაციას უწევდა ტირანას გარიგებასთან დაკავსირებით.რიჯი თვეში 40 000 დოლარიანი ხელშეკრულებით იყო მოყვანილი, რათა კონსულტაცია გაეწია მთავრობისთვის ნატოში გაწევრიანებისა და ვაშინგტონთან კავშირის დამყარების თაობაზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ორსალია კალანტოპულოზმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა კოორდინატორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ტირანის მთავრობას განუცხადა, რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ოთხსაფეხურიან პროექტს, რომ Bechtel-ს შერჩევა “არაკონკურენტული იყო” და რომ გზატკეცილი უნდა შემცირებულიყო ორ ზოლამდე ხარჯების შემცირების მიზნით.

ახალი განცხადებები გარიგებასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ ალბანეთში ორი კვირის წინ გაჩნდა, მას შემდეგ რაც ფინანსთა მინისტრმა შკელქიმ კანიმ გამოაცხადა გზატკეცილის დაფინანსების ახალი გამოძიება 250 მილიონი ევროს საბანკო სესხის მეშვეობით.

ალბანეთმა ვერ შეძლო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხის აღება, რადგან მსოფლიო ბანკმაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც არ გაუწიეს გზატკეცილის მშენებლობის რეკომენდაცია. ქვეყანა იძულებული გახდა მიემართა კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, საბაზრო განაკვეთებზე უფრო მაღალ სესხს იღებდნენ.

ეს უკანასკნელი გამოძიება არ უკავშირდება ბაშასა და მისი მრჩევლების სამართალწარმოების დევნის შეწყვეტას, რომელიც ფოკუსირებული იყო ხელშეკრულების პირობებსა და ფასების ზრდაზე.

სოციალისტური პარტიის დეპუტატმა ერჯონ ბრაჩემ, Bechtel-Enka-ს სქემის დიდიხნის ოპონენტმა, განაცხადა, რომ მისი პარტია არ ეწინააღმდეგებოდა კოსოვოსკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობას, მაგრამ ეს სქემა ცუდად იყო დაგეგმილი და გაანადგურა ალბანეთის ეკონომიკა.

„არ ყოფილა არანაირი ტენდერი, არანაირი გეგმა და არანაირი ფასის ზღვარი. მსოფლიო ბანკი და საერთასორისო სავალუტო ფონდიც კი ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი სახის პროცედურას, მათ განაცხადეს, რომ ტენდერი ჩატარდა საჭირო დაფინანსების გარეშე“- ამბობს ის.

ბრეისმა მოუწოდა თავდაპირველი საქმის განხილვსაკენ, რომელიც შეჩერებულ იქნა იურიდიული ტექნიკის მიზეზით, ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, რათა შესაძლებელი გახდეს მტკიცებულებების შემოწმება სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთის პრესაში რეგულარულად ჩნდება სპეკულაციები საქმის განახლებასთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა BIRN- ს, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საგამოძიებო დასკვნებიმოკლე მიმოხილვა

  • ხარჯები გაორმაგდა პირველად შეთავაზებებთან შედარებით, რაც კოსოვოელ და ალბანელ გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით ორი მილიარდი ევრო დაუჯდათ.
  • ორივე ქვეყანაში ხელშეკრულებები გაფორმდა ფასების განსაზღვრული შეზღუდვებისა და მშენებლობის გეგმების გარეშე
  • რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირის უფროსმა დიპლომატებმა, ურჩიეს ტირანასა და პრიშტინას ხელი არ მოეწერათ გარიგებაზე.
  • პრიშტინამ ხელი მოაწერა გარიგებას, საკუთარი იურიდიული მრჩეველის გაფრთხილების მიუხედავად,  რომ გარიგებას “დიდი წონა ქონდა” ბექტელ-ენკას სასარგებლოდ და არ იცავდა ინდუსტრიის სტანდარტულ პირობებს.
  • 2011 წლიდან 2013 წლამდე ბექტელ-ენკამ კოსოვოს მთავრობისგან  მეტი თანხა მიიღო, ვიდრე რომელიმე ცალკე არსებულმა სამინისტრომ.
  • აშშ-ს ელჩი, რომელიც ლობირებდა ბექტელს კოსოვოში, შემდეგ დაიქირავა ფირმამ.
  • ერთადერთი ალბანელი, რომელიც გზატკეცილის განაცხადების შესაფასებლად დაინიშნა, ერთი დღის შემდეგ გადადგა, რადგან თვლიდა, რომ სატენდერო პროცესი გაუმართავი იყო.
  • ამ ეტაპზე, სამი მიმართულებით დაიწყო გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალის გარიგებასთან, პირველი ალბანეთში შეჩერდა იურიდიული ტექნიკის მიზნით.

კოსოვოში ხარჯები გაორმაგდა

გარიგებასთან დაკავშირებული კრიტიკა და შეშფოთება აისახება მეზობელ კოსოვოზე, სადაც გზატკეცილის ღირებულება ასევე ორჯერ მეტი გახდა, ვიდრე Bechtel-Enkas მითითებული საწყისი ფასი.

Hill International-ს გზატკეცილის ზედამხედველების მიერ შედგენილი გამოუქვეყნებელი მოხსენებისა და BIRN-თვის გადაცემული, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, კოსოვოს მონაკვეთი, რომლის ღირებულება იყო 400 მილიონი ევრო 102 კმ-ზე, საბოლოოდ 820 მილიონ ევრომდე გაიზარდა 77 კმ-ზე.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, Bechtel-Enka-ს გადაუხადეს 838 მილიონი ევრო, რაც უფრო მეტია, ვიდრე Hill International იუწყება, მაშინ როცა მთავრობას კიდევ 128 მილიონი ევროს მოძიება მოუწია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის შეძენისთვის.

იტალიელმა დიპლომატმა, კაპუსელამ, რომელსაც ევალებოდა კოსოვოს ეკონომიკის ზედამხედველობა 2008 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, განუცხადა BIRN-ს, რომ კოსოვოსა და Bechtel-ს შორის ხელშეკრულების გაფორმება „პოლიტიკურ დანაშაულს” წარმოადგენდა.

წარმოიდგინეთ საავადმყოფოებისა და სკოლების რაოდენობა, სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერების და უფრო სასარგებლო გზების, რომელთა აშენებაც შეიძლებოდა გზატკეცილზე დახარჯული ფულით“- განაცხადა მან..

კოსოვოს სამშენებლო ფირმების განცხადებით, აშშ-თურქეთის კონსორციუმის მიერ მითითებული ფასები და BIRN–ის მიერ დღეს პირველად გამოქვეყნებული, ასევე, ”ორჯერ ან სამჯერ” აღემატება ადგილობრივი ფირმების მიერ შემოთავაზებულ ფასებს.

კოსოვოს ერთ-ერთი უდიდესი საგზაო სამშენებლოს Eskavatori-ის დირექტორმა, ჰაზიზ რიშამ, აღნიშნა, რომ კოსოვოში 125 მმ დიამეტრის PVC მილის ფასი დაახლოებით ოთხი ევროა, იმ დროს, როცა Bechtel-მა პრიშტინას თითო მეტრზე 29 ევრო დააკისრა, რაც შვიდჯერ მეტია ვიდრე ადგილობრივი ბაზრის ფასი.

კომპანიის კიდევ ერთმა დირექტორმა,რომელმაც მოითხოვა, არ დასახელებულიყო, დაამატა, რომ ადგილობრივი ფირმების მიერ აშენებული მაგისტრალის ერთადერთი მონაკვეთი პრიშტინას თითო კილომეტრზე ორი მილიონი ევრო დაუჯდა, 11.4 მილიონი ევროსთან შედარებით 1 კილომეტრზე, რომელიც Bechtel-Enka-ამ დააკისრა.

Bechtel-ის სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვუტოვებთ შესაძლებლობას განიხილონ თავიანთი პროექტების ღირებულება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე გზატკეცილი  იყენებდა დიზაინის მშენებლობის მიდგომას, რაც ნიშნავს, რომ მშენებლობა დაიწყო დიზაინის დასრულებამდე.”

აშშ უგულებელყო ევროკავშირის შიში

საერთაშორისო დიპლომატმა პიტერ ფეითმა, რომელსაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაავალეს კოსოვოზე ზედამხედველობა გაეწია 2008 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, განუცხადა BIRN-ს, რომ აშშ-ს საელჩომ და მისმა ელჩმა კრისტოფერ დელმა ხელი შეუშალეს მას: „ჩემი საქმის შესრულებაში”.

ფეითმა დატოვა კოსოვოს საერთაშორისო სამოქალაქო ოფისი (ICO), რადგან 2012 წელს ის დაიხურა. ის ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს: “დელმა ძალიან მკაფიოდ მითხრა, რომ ცხვირი არ უნდა ჩამეყო Bechtel-ის კონტრაქტში – ეს არ იყო ჩემი საქმე და, რომ ეს იყო შეერთებული შტატებისა და კოსოვოს კომერციული საკითხი”.

ფეიტი, რომელიც ასევე იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კოსოვოში, შიშობდა, რომ Bechtel-თან კონტრაქტი გააფუჭებდა ახალგაზრდა ქვეყნის მყიფე ფინანსებს და ამტკიცებდა, რომ ფული უკეთესად შეიძლებოდა დახარჯულიყო კოსოვოს 45 პროცენტიანი უმუშევრობის დონის შემცირებაში.

„ინფორმაცია არ გახმაურებულა და უცებ ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე, რომ ეს ხელშეკრულება დაიდო და ბიუჯეტისთვის  სავალდებულოა.”

დელმა ინტერვიუზე უარი თქვა, მაგრამ მანამდე იცავდა გზატკეცილის შერჩევის პროცესს და განაცხადა, რომ ეს კოსოვოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესი იყო.

პრიშტინას იურიდიულმა მრჩევლებმა, ბრიტანულმა ფირმამ Eversheds, მოუწოდეს მთავრობას ხელი არ მოაწეროს კონტრაქტს, ამტკიცებდნენ რა, რომ კონტრაქტი მნიშვნელოვნად ორიენტირებული იყო Bechtel-Enka-ს სასარგებლოდ.

Evershed-ის დოკუმენტი, რომელიც პირველად გამოაქვეყნა BIRN–მა სრულად, შეიცავს გაფრთხილებას, რომ ხელშეკრულების გაფორმება იქნებოდა ”ძალიან საშიში”.

იურიდიულმა ფირმამ დაადგინა მრავალი სფერო, სადაც სტანდარტული კონტრაქტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, საკონსულტაციო ინჟინერთა ფედერაციის წითელი წიგნი – შეიცვალა “მთლიანად ცალმხრივი გზით”.

იგი ასევე ამტკიცებს, რომ Bechtel-მა ”უბრალოდ უგულებელყო” სატენდერო მითითებები ფიქსირებული ფასისთვის და შესთავაზა, რომ შესყიდვების პროცესი შესაძლოა განმეორებულიყო. ეს რჩევა არ იქნა გათვალისწინებული.

Bechtel-Enka მიიჩნევს, რომ მისი წინადადება შეესაბამება მთავრობის მოთხოვნებს. ფირმა ამტკიცებს,რომ მან მთავრობას ასობით მილიონი ევრო დაუზოგა ახალი გზის მარშრუტის შექმნით, ძვირადღირებული გვირაბების თავიდან აცილებით.

მან დაამატა, რომ პროექტს ექნებოდა “ეკონომიკური სარგებელი რომელიც კოსოვოსაც სცილდება”.

Eversheds-ის რეკომენდაცია გამოიცა 2010 წლის იანვარში და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს გარიგების საბოლოო ხელმოწერამდე სამი თვის შემდეგ, შენარჩუნებულ იქნა ბევრი სადავო დებულება.

კოსოვოს კონტრაქტს, ახლა იძიებენ კოსოვოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის EULEX–ის პროკურორები.

გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყაროები აცხადებენ, რომ EULEX ყურადრებით იკვლევს მთავრობის გადაწყვეტილებას გზატკეცილის გარიგების ხელმოწერის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ არის გაჟღერებული, სავარაუდოდ, იგი ორიენტირებულია იმაზე, დააზიანა თუ არა კონტრაქტმა კოსოვოს ეკონომიკა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ Bechtel-Enka ან დელი მონაწილეობდნენ რომელიმე მიმდინარე ან წარსულ გამოძიებაში.

Bechtel-Enka ასევე თავისუფლდებოდა ათეულობით მილიონი ევროს დამატებული ღირებულების გადასახადების გადახდისაგან, როგორც ალბანეთში, ასევე კოსოვოში.

კოსოვოს სამშენებლო ფირმა Eskavatori–ს უფროსმა, რიშამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივ ფირმებს არ ეძლევათ ეს საგადასახადო შეღავათები, რამაც უზრუნველყო Bechtel-Enka მიეღო 113 მილიონი ევროს ოდენობის  ფასდაკლება მხოლოდ კოსოვოში.

სავარაუდოდ, Bechtel-Enka-ამ ანალოგიური ციფრი მიიღო ალბანეთშიც.

პრემიერ მინისტრის აპარატისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს პასუხი გაეცათ კითხვებზე, რომელიც ეხებოდა  სქემას და მის გავლენას ეკონომიკაზე.

გზის გახსნის ცერემონიაზე 2013 წლის ნოემბერში, პრეზიდენტმა ატიფეტე ჯაჰაგამ აღწერა გზა, როგორც “ეროვნული ოცნება და ახლა უკვე ეროვნული რეალობა”.

პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ თაჩიმ განაცხადა, რომ ეს შეამცირებდა დროის სამ მეოთხედს მოგზაურობის დროს და ხელს შეუწყობდა: ”ჩვენს მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ ზრდას”.

გზატკეცილი ნაკლებად არის გამოყენებული

იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ინსტიტუტები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ შეიძლება 134 კილომეტრიანი გზატკეცილი ასე ძვირი ღირდეს, რიგითი კოსოვოელები და ალბანელები იტანჯებიან იმის გამო, რომ თანხები ირიცხება Bechtel-Enka-ას ანგარიშსზე.

იმ დროს, როდესაც მთავარმა მოთამაშეებმა მიიღეს საუკეთესო სამუშაო ადგილები, Bechtel-Enka-ამ კიდევ ერთი უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზება მოახდინა – 600 მილიონი ევროს ოდენობის, პრიშტინა სკოპიესკენ მიმავალი გზა – ამ გზამ არ მოიტანა ეკონომიკური სარგებლი.

უზარმაზარი ინვესტიციის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად არ გამყარდა.

კოსოვოს სტატისტიკის სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2005 წელს კოსოვოში ექსპორტის 10.3 % ალბანეთში გავიდა, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10.8 %-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებენ, რომ ალბანეთიდან ექსპორტი კოსოვოში 2005 წელს კოსოვოს მთლიანი იმპორტის მხოლოდ 1.6 %-ს შეადგენდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 3.9 % იყო.

„ეს გზა დატვირტულია მისი სრული სიმძლავრის მხოლოდ 10 %-ზე“ – განაცხადა კოსოვოელმა მაგნატმა და პოლიტიკოსმა, ბეჟეტ პაკოლიმ. „ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ ეს გზა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკას. ”

საავტომობილო გზის მართვაზე პასუხისმგებელი ადამიანიც კი აღიარებს, რომ მისი გამოყენება ცუდი იყო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაჰუდინ მირტაიმ განაცხადა, რომ ახალი გზატკეცილი საუკეთესოა ბალკანეთში, მაგრამ ის არ იქნება კარგად გამოყენებული, სანამ სხვა რეგიონულ მარშრუტებთან არ იქნება დაკავშირებული.

”ავტომაგისტრალი ნაკლებად არის გამოყენებული, რადგან მას ძირითადად იყენებენ მოქალაქეები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ალბანეთში დასასვენებლად დადიან ” – განაცხადა მან.

როდესაც გზატკეცილი დაუკავშირდება რეგიონს და ავა სტამბოლამდე, ჩვენ ვგეგმავთ დავადგინოთ მგზავრობის საფასური, ვინაიდან მას უფრო მეტად გამოიყენებს ბიზნეს საზოგადოება.

მანამდე კი გზა ბევრის თვალში დარჩება, ცოტა მეტი, ვიდრე ძვირადღირებული ფუფუნება, რომელსაც კოსოვო და ალბანეთი თავს უფლებას ვერ მისცემენ.

ეს სტატია მომზადდა პროგრამა „ქაღალდის ბილიკი უკეთესი მმართველობისკენ” ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით და განხორციელებული BIRN-ის მიერ. შინაარსი არ ასახავს ADC– ის შეხედულებებსა და მოსაზრებებს“.

წყარო: https://balkaninsight.com/2014/04/23/albania-kosovo-highway-costs-soar-to-2-billion-euro/?fbclid=IwAR0wgc1uBrS5xIVli-orreTg_M7_17hwmkvBXwLwyLBJitcMerwiRLPmoOc

ალბანეთის პროექტი: https://www.enka.com/portfolio-item/rreshen-kalimash-motorway/?fbclid=IwAR3-ls6QqJVHfu5vOFz9S7M_-QfTVknYfFhHivAa3M9XL3mG8P2L_6i_Yww

ნამოხვანის პროექტი: https://www.enka.com/portfolio-item/namakhvani-hydro-power-plant-cascade-project/?fbclid=IwAR2GjsgbS8uMzA53dIeusNGFrPE2P84aBNGUY2kufNeZP003hz6pEsD_Lr4