მთავარი ახალი ამბები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა (11.06.2021)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა (11.06.2021)

201
0

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ფილიპ რიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამერიკის პრეზიდენტის ბატონი ჯო ბაიდენის მოკითხვა გადასცა. სტუმარმა აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოსთვის და ასევე ისაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.