მთავარი ახალი ამბები ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას!

ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას!

234
0

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს,ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა.

საჩუქარი იუბილარს საერღაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა:ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!

ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.