მთავარი ახალი ამბები ნინული ქავთარაძე: ამერიკა არ არის მიერთებული ბავშვის უფლებათა კონვენციას და პრაიდის ჩატარებით...

ნინული ქავთარაძე: ამერიკა არ არის მიერთებული ბავშვის უფლებათა კონვენციას და პრაიდის ჩატარებით მათი უფლებები ირღვევა – კელი დეგნანს

241
0
ამერიკა არ არის მიერთებული ბავშვის უფლებათა კონვენციას და პრაიდის ჩატარებით მათი უფლებები ირღვევა – მიმართვა ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს – ნინული ქავთარაძე
 
მიუხედავად კარგა ხნის აქ ყოფნისა ეტყობა ქალბატონი კელი დეგნანი ვერ მიხვდა სად გამოაგზავნეს დემოკრატიის შუქურა მისი სამშობლოდან… ცუდია – მეტს ველოდით…
 
ქალბატონო კელი ეს ქვეყანაა სადაც არავინ არავის კანის ფერის , რელიგიური აღმსარებლობისა და ეროვნების გამო არ ჩაგრავდა…. (მიუხედავად იმისა რომ მუდამ გვაოხრებდნენ და გვჟლეტდნენ), ეს ქვეყანაა სადაც მეჩეთი, სინაგოგა , გრიგორიანული და მართლმადიდებლური ტაძრები გვერდიგერდ დგანან, ეს ქვეყანაა სადაც შეიძლება დღენიადაგ ერთნამეთს ჭამენ , მაგრამ საერთო მტრის გამოჩენისას ერთიანდებიან და ამ ერთობით შეუძლებელს ახერხებენ….
 
ეს რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას და მის კეთილგანწყობას სხვა რელიგიებისა და ეთნოსის მიმართ… ეხლა რაც შეეხება თქვენს განცხადებას “ვისაც სურს, რომ ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას”.
 
ეტყობა თქვენ არ იცით რომ სასამართლოში შეტანილია ბავშვთა მიმართვა სადაც მოზარდები ითხოვენ ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალული ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედების, მათ შორის გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას. ამიტომაც შეიტანეს ბავშვებმა სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოითხოვეს ბავშვთა უფლებების სასამართლოთი დაცვა. ვიცი რომ აშშ არ არის მიერთებული ამ კონვენციას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც ბევრი ევროპული ქვეყანა ვცდილობთ დავიცვათ კონვენციით გათვალიწინებული პუნქტები და თქვენი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება მათი უფლებების დაცვას,
თქვენი მოწოდება – “ვისაც სურს, რომ ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას” პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს და შემაშფოთებელია როგორც მოზარდებისთვის ისე მათი მშობლებისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის…..ასევე ფაქტიურად მოწოდებაა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ…. სამწუხაროა….
ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს ბედნიერება მქონდეს ურთიერთობა ამერიკელებთან, რომელთა ღირებულებები ოჯახსა და ტრადიეციებზე, მათ დაცვასა და შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
 
ერთი კარგი გამოთქმა აქვთ ქართველებს – სტუმარი ღვთისააა… სტუმარი !