მთავარი ახალი ამბები საპატრიარქოს წარმომადგენელი დაშავებული ჟურნალისტების მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა

საპატრიარქოს წარმომადგენელი დაშავებული ჟურნალისტების მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა

430
0

დღეს, 5 ივლისს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ჟურნალისტს აგრესიულად განწყობილი პროტესტის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ, მოინახულა ნიუჰოსპიტალში მათი მკურნალი ექიმები, მათი თქმით 5 დაზარალებული მიიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 2 უკვე გაწერილია, ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე ემზადება საოპერაციოდ და მესამე ნეიროქირურგიის განყოფილებაში წევს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო არა ერთი განცხადებით გაემიჯნა ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, ან ადგილი ექნება, ისინი აღნიშნავენ, რომ გმობენ ძალადობას და მოქალაქეებს მოუწოდებენ მშვიდობიანი აქციისკენ, ასევე სასულიერო პირებმა ქაშუეთის ტაძარში აღავლინეს პარაკლისი მშვიდობისთვის.