მთავარი ახალი ამბები უნგრეთში “გეი-პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

უნგრეთში “გეი-პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

269
0

უნგრეთში 8 ივლისს ძალაში შევიდა სადავო კანონი, რომელიც სკოლებში ლგბტ თემსა და სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. გარდა ამისა, კანონი შესაბამის საკითხზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და მსხვილი კომპანიების მიერ ჰომო და ტრანსსექსუალი პირებისადმი სოლიდარობის გამოხატვას კრძალავს. იკრძალება, ასევე, წიგნები, რომლებიც ჰომო და ტრანსსექსუალობაზე ინფორმაციას შეიცავს – წერს “”დოიჩე ველე” .

კანონის ოფიციალური მიზანია არასრულწლოვნების დაცვა, თუმცა, აქტივისტები მას ლგბტ-თემზე დარტყმას უწოდებენ. კანონის გამო ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ევროპარლამენტი ბუდაპეშტს ფინანსური დახმარების შემცირებით ემუქრება.

უნგრეთის მთავრობა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კანონი მშობლებს უფლებას უბრუნებს თავად გადაწყვიტონ როგორ აღზარდონ საკუთარი შვილი.