მთავარი ახალი ამბები ვერსად ნახავთ, ფრანგი ჟურნალისტები “სიძულვილის ჯგუფებად”, “აგრესიულ ბრბოდ” “ორკებად” მოიხსენიებდნენ “ყვითელ ჟილეტიანებს”...

ვერსად ნახავთ, ფრანგი ჟურნალისტები “სიძულვილის ჯგუფებად”, “აგრესიულ ბრბოდ” “ორკებად” მოიხსენიებდნენ “ყვითელ ჟილეტიანებს” – გიორგი ფოფხაძე

235
0

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ ქართულ მედიაში გავრელებულ იარლიკების მიკერების ტენდენციას მინდა გამოვეხმაურო..

ჟურნალისტს არა აქვს უფლება რომელიმე მხარე მოიხსენიოს ისე რომ, ამ მოხსენიებაში აღნიშნული ჯგუფის ღია ან ფარული “განსჯა” ან “შეფასება” იყოს. ამიტომ ქართულ ტელევიზიებში და პრესაში ბოლო დროს დამკვიდრებული გამოთქმები რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგე ან პრაიდის მომხრე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები იყენებენ არის ჟურნალისტიკის აქსიომური წესების დარღვევა.. ჩემთვის მიუღებელია გამოთქმები”გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები” და ასევე მიუღებელია -“სიძულვილის ჯგუფები” რადგანაც ერთიც და მეორეც არის ეგრეთ წოდებული “შეფასებითი იარლიყი”

დიახ საფრანგეთში გვყავს ძალიან აგრესიული მანიფესტანტები განსაკუთრებით “ყვითელი ჟილეტები” და არანაკლებ მოჩხუბარი მარინ ლეპენის “ეროვნული ერთობის”(ყოფილი ნაციონალური ფრონტი) მომხრეები მაგრამ, ვერსად ვერ ნახავთ რომ, მათ ფრანგი ჟურნალისტები “სიძულვილის ჯგუფებად”, “აგრესიულ ბრბოდ” “ორკებად” და ასე შემდეგ მოიხსენიებდნენ, ასევე არავინ არ მოიხსენიებს პრაიდების მომხრეებს “სატანისტებად” ან “გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებად”
ასე რომ, ვინც “ევროპულად აზროვნებას” მოუწოდებთ, კეთილი ინებეთ და თავად იაზროვნეთ პირველ რიგში ევროპულად..
PS. უამრავი სტატია წავიკითხე ამ დღეებში თბილისის მოვლენებზე, არც ერთ ევროპელ ჟურნალისტს და გამოცემას “აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების” გარდა, სხვა ფრაზა არ უხმარია… ჟურნალისტის ვალი და მოვალეობაა “ფაქტის მოყოლა” და არა განსჯა..

წყარო: alia.ge