მთავარი ახალი ამბები სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანემ პატრიარქის კურთხევით, გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას პანაშვიდი გადაუხადა

სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანემ პატრიარქის კურთხევით, გარდაცვლილ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას პანაშვიდი გადაუხადა

541
0

სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანემ პატრიარქის სახელით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა.

მამა იოანე ლექსო ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა. მან გარდაცვლილის ოჯახს სამების ხატი გადასცა, სანთლები დაანთო და გარდაცვლილს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.

მისი თქმით, პატრიარქი მომხდარს ძალიან განიცდის. უწმინდესის სურვილი იყო, მამა იოანეს პანაშვიდი ჩაეტარებინა და ოჯახისთვის სამძიმარი ეთქვა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

წყარო: imedinews.ge