მთავარი ახალი ამბები ,,ტრავმების დროს მკურნალობისას ნებისმიერი სახის დამატებით ნარკოტიკული ნივთიერების მიღება განსაკუთრებით საშიშია და...

,,ტრავმების დროს მკურნალობისას ნებისმიერი სახის დამატებით ნარკოტიკული ნივთიერების მიღება განსაკუთრებით საშიშია და შესაძლოა იყოს სასიკვდილოც”

209
0

სისხლძარღვთა ქირურგიის რეზიდენტი, ალექსანდრე ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ძალიან დიდი ტრაგედიაა და ძალიან ვწუხვარ ლექსოს გამო. ამ მძიმე დროს კი, სამწუხაროდ, საჭიროა ფაქტების სწორი დანახვაც.

✍️ ფაქტი #1: ადამიანი საავადმყოფოდან გამორიცხულია (!) ისე გაეწეროს, რომ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე კიდევ ემუქრებოდეს (დამიჯერეთ, საციხოდ, განსაკუთრებით დღეს, არცერთი ექიმი გაიხდის თავს), შესაბამისად, კლინიკაზე რამის დაბრალება უაზროა. დღეს მკაცრად კონტროლდება ტრავმების შემთხვევები (მითუმეტეს ასეთი ცნობილი შემთხვევების) და პაციენტი მხოლოდ მას შემდეგ ეწერება სახლში, როდესაც არ არსებობს საშიშროება და არის ამის მყარი საფუძველი: დასტურდება კვლევებით (ანამნეზი, რენტგენი, ტომოგრაფია, ექოსკოპია და ა.შ).

✍️ ფაქტი #2: ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს თავის ტრავმა, არცერთ (!) შემთხვევაში არ უნდა დადიოდეს და უნდა იცავდეს მკაცრ წოლით რეჟიმს. მძიმე ტრავმის დროს ნებისმიერი სახის თავის ზედმეტმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა გულყრა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სისხლჩაქცევა ან სიკვდილიც კი.

✍️ ფაქტი #3: ტრავმების დროს მკურნალობისას ნებისმიერი სახის დამატებით ნარკოტიკული ნივთიერების მიღება განსაკუთრებით საშიშია და შესაძლოა იყოს სასიკვდილოც – ამის მიზეზია ორგანიზმის შოკური მდგომარეობა, რის გამოც ქვეითდება ღვიძლის და თირკმლის დეტოქსიკაციური (გაწმენდის) უნარი, ამავე დროს სამკურნალო წამლები ნაწილობრივ ბლოკავს ღვიძლის ფერმენტებს (რომელიც ანეიტრალებს ნარკოტიკებს) და აძლიერებს ნარკოტიკული საშუალებების ეფექტებს და მოქმედების ხანგრძლივობას.

✍️ ფაქტი #4: ნარკანი არის მორფინის ,,ანტიდოტი” და ანალგინივით არაა ხელმისაწვდომი რომ ვინმემ, მითუმეტეს ექთანმა, ეზოში გაუტანოს სხვას. ასევე, კანონით ისჯება (!) სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამკურნალო მედიკამენტების კლინიკიდან გატანა და თვითნებურად სხვისი მკურნალობა. ყოველთვის გამოიძახეთ სასწრაფო და ნუ დაიწყებთ ნარკანის ქუჩაში თხოვნას – წუთებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თუარ ელოდებით სასწრაფოს, მიმღებამდე მაინც უნდა მიიყვანოთ პაციენტი.

დაიცავით ერთმანეთი და ერთმანეთის ჯანმრთელობა ❤️”