მთავარი ახალი ამბები დღეს საქართველო აღნიშნავს ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს

დღეს საქართველო აღნიშნავს ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს

231
0

დღეს 14 ივლისს სამი დიდებული ქართველის ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთ ეპოქაში შემოიკრიბეს კაცობრიობის მთელი სიკეთე და თავიანთ მოღვაწეობაში მიმოფანტეს, რათა საქართველოსა და მსოფლიოსთვის დიდებული ცხოვრებისეული და მოღვაწეობრივი მაგალითები მიეცათ.

ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) იყო და რჩება გენიალურ ქართველ კლასიკოსად, პოეტად და მწერლად, რომელმაც შეძლო და საკუთარი ნაშრომებით მოხიბლა და აალაპარაკა უამრავი ადამიანი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი გახლავთ ეროვნული გმირი, რომელიც 1922-1924 წლებში ხემძღვანელობდა პარტიზანულ ომებს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდებ, იგი ემიგრაციაში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

ნოდარ დუმბაძე გახლდათ ქართველი მწერალი, რომელმაც როგორც დრამატული, ასევე სახალისო ნაწარმოებებით დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას, გარდაიცვალა 1984 წელს, ამჟამად განისვენებს თბილისში, მთწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.