მთავარი მიმართულებები კულტურა „გახ­სოვ­დეს, ეს ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყენ­ზე მო­სა­წყე­ნია, თუ ადა­მი­ა­ნი არ იწ­ვის რა­ი­მე მა­ღა­ლი და...

„გახ­სოვ­დეს, ეს ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყენ­ზე მო­სა­წყე­ნია, თუ ადა­მი­ა­ნი არ იწ­ვის რა­ი­მე მა­ღა­ლი და ზე­აღმტა­ცი ამ­ბე­ბი­სათ­ვის“. – კონსტანტინე გამსახურდია

240
0

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია – „წე­რი­ლი ვა­ჟი­სად­მი“:

“მე სულ მგო­ნია, როცა შენს ახ­ლოს არა ვარ, შენ ჭკვი­ა­ნად იქ­ნე­ბი. მე, ერ­თის მხრით, გული მტკი­ვა, რომ შენი ბავ­შვო­ბა თავ­დე­ბა. მე­ო­რეს მხრით, მი­ხა­რია, რომ შენ სა­და­ცაა, ყვე­ლა ჩემს სურ­ვილს გა­ი­გებ და მალე მხარ­ში ამო­მიდ­გე­ბი. ალ­ბათ, შენ­თვის და­მი­წე­რია (თუ მი­თარ­გმნია) მე ჰო­მე­რო­სის სი­ტყვე­ბი: “ზევსს გე­ფი­ცე­ბი, აგე­ლაი, ზევსს და მა­მა­ჩე­მის ტკი­ვი­ლებს”. ჩვენ ვცხოვ­რობთ ძლი­ერ სე­რი­ო­ზულ დრო­ში და აწი, დროა, შენ სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დო, რათა შეძ­ლო, გახ­დე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი. გზა­ში მე გა­და­ვი­კი­თხე შენი საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. ყვე­ლა­ნი უკვე სიყრმი­დან­ვე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ დიდი ამ­ბე­ბი­სათ­ვის. გახ­სოვ­დეს, ეს ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყენ­ზე მო­სა­წყე­ნია, თუ ადა­მი­ა­ნი არ იწ­ვის რა­ი­მე მა­ღა­ლი და ზე­აღმტა­ცი ამ­ბე­ბი­სათ­ვის. ამის გა­რე­შე სხვა ყვე­ლა­ფე­რი ემ­სგავ­სე­ბა იმ სა­ცო­დავ და უში­ნა­არ­სო ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ეწე­ვი­ან ხოლ­მე მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. თუნ­დაც ჩემი გამ­წა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდე­ე­ბის მო­ლაშ­ქრედ არ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი იმ ქა­რიშ­ხლებს, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც ასე თუ ისე შევ­ძე­ლი.

შენი მა­მი­კო. 1955 წელი”.