მთავარი ახალი ამბები გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ბელგიაში კი სულ მცირე 4...

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ბელგიაში კი სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

254
0

გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამასთან, მეზობელ ბელგიაში სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ. წყალდიდობის მიზეზი დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმა გახდა, რის შედეგადაც მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა.

წყარო: imedinews.ge