მთავარი ახალი ამბები საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა „კოვიდპასპორტებთან“ დაკავშირებული წესები გააპროტესტა

საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა „კოვიდპასპორტებთან“ დაკავშირებული წესები გააპროტესტა

1329
0

საფრანგეთის ქალაქებში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და გააპროტესტა დაგეგმილი შეზღუდვები, რომლის თანახმადაც რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ კოვიდსერთიფიკაცებს ან კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებენ დოკუმენტებს წარადგენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ პარიზსა და ლიონში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინეს, მექანიკური მიწის სათხრელი მანქანა დაწვეს და ნაგვის ურნები წააქციეს.
საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე მონპელიეში, მარსელში, პერპინიანში, რუანსა და ტულუზაში.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აგვისტოდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების შემოწმება სავალდებულო გახდება. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკრონის გეგმა არის დისკრიმინაცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც კოვიდ 19-ის აცრის გაკეთება არ სურთ.

წყარო: www.interpressnews.ge