მთავარი ახალი ამბები ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

183
0

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195 ადამიანს.