მთავარი ახალი ამბები ლგბტქ+ აქტივისტები ბაძავენ ძაღლებს და უყეფენ კათოლიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვარშავაში

ლგბტქ+ აქტივისტები ბაძავენ ძაღლებს და უყეფენ კათოლიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვარშავაში

619
0

კათოლიკური ორგანიზაცია „ ახალგაზრდა ჯვაროსნების“ წევრები აგროვებდნენ ხელმოწერებს ვარშავაში კანონპროექტისთვის „Stop LGBT“, როდესაც მათ საპასუხოდ ლგბტქ+ აქტივისტებმა ყეფა დაიწყეს.

ახალგაზრდა კათოლიკები ლოცულობდნენ, საინფორმაციო კამპანიას ატარებდნენ და არიგებდნენ ბროშურებს, სადაც განმარტებული იყო, რომ ისინი „ოჯახისა და საზოგადოებრივი ზნეობის დასაცავად“ იბრძვიან.

ლგბტქ+ აქტივისტებმა ქალაქის ცენტრში შეავიწროვეს „ახალგაზრდა ჯვაროსნების“ წევრები მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვიდობიანად საქმიანობდნენ. თავდაპირველად აპირებდნენ მათი ღონისძიების შეწყვეტას ყვირილით, რახან ამ მოქმედებას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ყეფა დაიწყეს.

„მეგობარმა მითხრა, თუ ვინმე მეტყოდა, ვარშავაში სეირნობისას შევხვდი გუდასტვირიან ადამიანებს, რომელთაც ამავდროულად სხვები უყეფდნენ, ვერაფრით დავუჯერებდი მასო. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ჩანაწერი თავად ვნახე, მაინც არ მჯერა“- წერს კონსერვატორი დარიუს მატეცკი ტვიტერზე და თან ურთავს ვიდეოს.

„ახალგაზრდა ჯვაროსნები“ კათოლიკე, ძირითადად კი სტუდენტების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მამა პიოტრ სკარგას ინსტუტთან ერთად ქრისტიანულ მემკვიდრეობას იცავს. „ახალგაზრდა ჯვაროსანთა“ ოფიციალურ აღწერაში ნათქვამია, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი კავშირი არ აქვთ: „იმის, გამო, რომ დღესდღეობით ცხოვრების ყველა ნაწილი პოლიტიზირებულია, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ კონტექსტში მაშინ, როდესაც ვიბრძვით კათოლიკური დოქტრინისა და ზნეობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად“.