მთავარი ახალი ამბები ღამის ცვლაში მუშაობაზე შესაძლოა, გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს

ღამის ცვლაში მუშაობაზე შესაძლოა, გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს

260
0
Tired businesswoman in the office

ღამის ცვლაში მუშაობაზე შესაძლოა, გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ თუ დღის განმავლობაში დასაქმებულს ანაზღაურების სახით აქვს პირობითად 5 ლარი, ღამის ცვლაში – 22:00 სთ-დან 06:00სთ-მდე მუშაობის შემთხვევაში დამსაქმებელმა მას 10 ლარი უნდა გადაუხადოს. ხოლო დილის 06:00 სთ-დან დილის 08:00 სთ-მდე პერიოდში მუშაობისთვის დღის პერიოდში არსებულ საათობრივ ანაზღაურებას დამატებული ზეგანაკვეთური 1,5-ჯერ მეტი.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

წყარო: Bpn.ge