მთავარი ახალი ამბები ,,ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი...

,,ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – პრემიერის პრესსამსახური

228
0

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური სამ ტელევიზიასთან, ,,მთავარი არხი”, ,,ტვ პირველი” და ,,ფორმულასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე.

პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას” არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე”. – ნათქვამია განცხადებაში