მთავარი მიმართულებები მეცნიერება ,,საიდან წამოვიდა “პრაიდი” და რას გულისხმობს, რომ იცოდეთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე”...

,,საიდან წამოვიდა “პრაიდი” და რას გულისხმობს, რომ იცოდეთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე” – ალექსანდრე ბარბაქაძე

516
0

სისხლძარღვთა ქირურგიის რეზიდენტი ალექსანდრე ბარბაქაძე, ფეისბუკიზე თბილისი ,,პრაიდთან” დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,საიდან წამოვიდა “პრაიდი” და რას გულისხმობს, რომ იცოდეთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე:

🏳️‍🌈 პრაიდის მსვლელობა (ინგ. pride – სიამაყე) ეწყობა 1969 წლიდან აშშ-ში სტოუნვოლის რამდენიმე დარბევის შემდეგ, სადაც ლგბტ შეკრებილი ხალხი რამდენჯერმე დაარბიეს ალკოჰოლის უკანონო გაყიდვის ბრალდებით კლუბში და ამას მოყვა რამდენიმე ძალადობრივი დარბევა.

თავიდან ეს იყო იდეაში მშვიდობიანი მარში პლაკატებით, ნორმალურად ჩაცმული ხალხისა, რომლებიც მოითხოვდენ მშვიდად ყოფნის უფლებას და იხსენებდნენ ძალადობრივ დარბევებს (გაიხსენეთ მათი დარბევის ნაწილობრივი მიზეზი უკანონო საქმიანობა იყო).

დროთა განმავლობაში, როგორც ხდება ხოლმე, ეს იქცა პოლიტიკური სარგებლობის მომტან იდეად.

რა მოყვა ამას?

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ,,იცავდნენ და პატივს სცემდნენ” (ანუ იყენებდნენ ამ იდეას გამარჯვებისთვის) ლგბტ ხალხს, უფრო დაფასებული გახდნენ ხალხში და ავტორიტეტიც მოიპოვეს. ასე აღმოჩნდა ლგბტ თემა პოლიტიკაში.

შემდეგ?

რადგანაც დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, რამით უნდა გაეგრძელებინათ და ამ ხალხს მიეცა თავისუფლად აზრის ,,გამოხატვის” უფლება და ვინც მათ ეწინააღმდეგებოდნენ, ნელნელა იქცნენ ,,ჰომოფობებად” და ,,მოძალადეებად”.

შედეგი?

ამ ხალხმა დაიწყო ნელნელა ყველაზე მყარი დოგმების დამახინჯება, რომ არც სქესი არსებობს, ადამიანი არ იბადება სქესით, არამედ სოციალურ არსებად და შემდეგ თავად წყვეტს ,,ვინ გამოვიდეს”. ბუნებამაც კიარ დაუშვა ასეთ წყვილებს შვილი მისცემოდათ, მაგრამ გამოიცანით – დაკანონდა ქორწინება და შვილად აყვანა. სიტყვა დედა და მამა ჩაიმარხა ღრმა მოგონებებში.

სკოლებში დაიწყო ,,შემეცნებითი” გაკვეთილები და გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების სექსუალური ქცევის იმდენად მყარი მოშლა, რომ გაჩნდა ბევრი მიმდევარი ლგბტ თემისა. დაიწყო იმდენად დიდი პროპაგანდა, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ითვლება უკვე ძალადობად. ამას მოყვა მოწინააღმდეგე მეცნიერების/პედაგოგების თანამდებობიდან გათავისუფლება, დაპატიმრებები და ა.შ.

თუ მიხვდებით ,,სიამაყის მარშს” რა ბედი ეწია?

რა თქმა უნდა, ის მშვიდობიანი მსვლელობა აღარ არსებობს, არამედ სრულიად დამახინჯებული სექსუალური პერფორმანსი ბდსმ ელემენტებით და გარტყვნილი სცენებით (+18 მათ შორის) და ამ პერფორმანსებში გამოიანით – მონაწილეობენ ბავშვებიც.

*გულისამრევ სექსუალური ხასიათის სურათებს შეგნებულად არ ვურთავ.

გამოიცანით რას შვებიან ამ დროს უცხოელი პარტნიორები?

გვაძალებენ ,,პატივი ვცეთ” და საშუალება მივცეთ მოაწყონ ეს გარყვნილი მსვლელობა. ნებისმიერი ხელის შეშლა კი აღიქმება ჰომოფობიად.

ასე რომ, გასაკვირი არაა ქართველი ერის აღშფოთება და სიძულვილი.

ასე რომ, დიახ, ჩვენი 21 საუკუნოვანი ტრადიციები გვირჩევნია ,,პრაიდის” ტრადიციებს და მე არ ვარ არც ჰომოფობი და არც მოძალადე! მე ჩემი ქვეყნის, საქართველოს უბრალო შვილი ვარ. მყავს ასეთი მეგობრები/ნაცნობები (ალბათ იმაზე მეტი ვიდრე ვიცი) და ძალიანაც მიყვარს ყველა მათგანი და არც არვის განვსჯი თავისი შეხედულებების გამო.

პ.ს.

მიუხედავად ყველაფრისა, არავის უნდა ქონდეს ძალადობის უფლება და ყველას თავისი სასჯელი ეკუთვნის დამსახურებულად”.