მთავარი ახალი ამბები მთავრობის ადმინისტრაცია: აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა

მთავრობის ადმინისტრაცია: აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა

190
0

მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თითქოს აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩაიშალა. მათი ინფორმაცით, ვიზიტი დაგეგმილი არც ყოფილა.

„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

წყარო: imedinews.ge