მთავარი ახალი ამბები ტვ პირველს ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლეს

ტვ პირველს ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლეს

1329
0

არასამთავდიბო როგანიზაციის, ,,მოქალაქეობრივი ცნობიერების” ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ უჩივლეს ტელეკომპანია პირველს მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამო, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

,,8 ივლისს ტვ პირველის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია-ში შევიტანეთ განცხადება, გთავაზობთ უცვლელად: “მოგესალმებით, 6 ივლისს ტვ პირველიმა გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტი რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ გამოხატავს ლგბტქ+ თემისადმი სოლიდარობას ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი. ამ ფაქტზე განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურმა და განმარტა რომ აღნიშნული პიროვნება არ იყო ნეკრესის ეპარქიის წევრი, უფრო მეტიც, ნეკრესის ეპარქიაში საერთოდ არ არსებოს დედათა მონასტერი, ასევე პოსტზე გამოყენებულ სურათზე აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში იძებნება საერთოდ სხვა სახელით და გვარით (Екатерина Смичок), იგი არ არის ქართველი, ცხოვრობს და მსახურობს უკრაინის ეკლესიაში და არ გაუკეთებია მსგავის განცხადება. ამის შემდეგ ტვ პირველმა ყოველგვარი განმარტების გარეშე პოსტი წაშალა, თუმცა მოიპოვება ე.წ. სქრინები, რაც ადასტურებს, რომ მსგავსი პოსტი ნამდვილად იდო სოციალურ ქსელში. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ვლინდება რომ ტვ პირველმა დაარღვია 1-ლი, მე-3 და მე-11 ქარტიის პრინციპები.
ტვ პირველმა არ გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. არ მოახდინა სურათზე მოცემული ადამიანის იდენტიფიცირება.
ასევე ჟურნალისტმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ფაქტია რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს ფაქტის განზრახ დამახინჯება ასევე სხვისი პიროვნების სურათის აღება ინფორმაციის ფალსიფიკაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს. აღნიშნული ფაქტი ან ტვ პირველის, ან მისი წყაროს ნამოქმედარია.
დამატებით გიგზავნით ლინკებს საპატრიარქოს განცხადების, ასევე პიროვნების სოციალურო ქსელის რომლის სურათიც იყო გამოყენებული.”

https://www.facebook.com/104355037621752/posts/611143330276251/?d=n

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1316756128483987&set=a.1316750788484521&type=3

პატივისცემით
საბა კვანტრიშვილი – მოქალაქეობრივი ცნობიერების დირექტორი.