მთავარი ახალი ამბები „რატი, შენი შშმ სავარძლით რომ მანიპულირებენ და ამ სისულელეებს გალაპარაკებენ, მიხვდები მალე....

„რატი, შენი შშმ სავარძლით რომ მანიპულირებენ და ამ სისულელეებს გალაპარაკებენ, მიხვდები მალე. მაგრამ, უკვე გვიანი იქნება. შენთვის პირველ რიგში“ – ირაკლი აბსანძე

230
0

ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის მიერ არაკორექტულ და დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმიანება ორგანიზაცია შშმ პირების უფლებებისათვის, ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ, გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„საზოგადოებრივ მაუწყებელს არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებებისთვის მოგმართავთ მოახდინოთ თქვენი თანამშრომლის მიერ საქართვდლოს პარლამენტის დეპუტატ რატი იონათამიშვილის მიმართ დისკრიმინაციულ და ამორალურ ქმედებაზე რეაგირება. აქვე გიდასტურებთ პატივისცემას პირველ არხს და თითოეულ თანამშრომელს, მიგვაჩნია რომ მსგავსი განცხდება უპირველეს ყოვლისა აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს და შიდა და კონვენციური ნორმებით ნაკისრ ვალდებულების აღსრულებას აყენებს ჩრდილს.სიხარულით გვინდა ავღნიშნოთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაგვიკავშირდნენ და საკითხის მოკვლევა და რეაგირებას დაგვპირდნენ.🦽 ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს რომ დაუშვებელია შშმპირთა თემით პოლიტიკური ინსინუაციები“