მთავარი ახალი ამბები ტვ პირველს მორიგი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლეს

ტვ პირველს მორიგი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლეს

231
0

არასამთავდიბო როგანიზაციის, ,,მოქალაქეობრივი ცნობიერების” ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ უჩივლეს ტელეკომპანია პირველს მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამო, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

„მოგესალმებით, პირველრიგში დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ყოვლად დაუშვებელია ძალადობა, მითუმეტეს ჟურნალისტზე თავის საქმიანობის შესარულების დროს!ასევე ყოვლად სამარცხვინო და დასაგმობი ფაქტია, რაც ტვ პირველმა ჩაიდინა 11 ივლისს, როდესაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სპეკულაცია და მიცვალებულს მიაყენა შეურაცხოფა და მისით მანიპულირებდა! პოსტი შეეხებოდა იმას, რომ თითქოსდა გარდაცვლილი იღებდა მონაწილებას აგვისტოს ომში და დართული ჰქონდა ორი სურათი, ერთი თვითონ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავასი, ხოლო მეორე სურათი რეალურად, არის აფხაზეთის ომში, 1992 წელს გაგრაში გადაღებული, ბატალიონ ავაზას წევრი შიო კობიძე, რომელიც დღესაც ცოცხალია და მარტვივად შეიძლება ამ ფოტოს მოძიება “გუგლის” საშვალებით. ტვ პირველს სურდა ეს სურათი გაესაღებინა თითქოს და ის იყო ლექსო ლაშქარავა, რაც სიცრუე სამარცხვინო, მიუღებელი ფაქტია, ასევე შეურაცხყოფას აყენებს გარდაცვლილს და მის ოჯახს! ამპოსტის ნახვის შემდეგ მე დავუწერე ფაქტებით დასაბუთებული კომენტარი, რომ ისინი ცრუოდნენ და სპეკულირებდნენ მიცვალებულით, რაზეც მათ სამჯერ შეცვალეს პოსტის სათაური. ჯერ დაწერეს რომ ვითომ ლექსოს მამა გახლდათ მეორე სურათზე და შემდეგ კიდევ შეცვალეს და სათაურის გარეშე დატოვეს, ხოლო ბოლოს განმარტების გარეშე წაშალეს! ეს ნათლად ცხადყოფს რომ ისინი თავიან სიცრუის “გაპრავებას” ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ! ეს ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი და ვადალური ფაქტია მიცვალებულის მიმარათ, მითუმეტეს ჟურნალისტის მხრიდან! ამ ყველაფრიდან ვლინდება, რომ ტვ პირცელმა დააღვია: 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-11 პრინციპები! გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება ამ ფაქტზე!ამ ყველაფრის ამსახველ ფოტო მასალას გამოგიგზავნით განცხადებასთან ერთად!“

მოქალაქეობრივი ცნობიერება.