მთავარი მსოფლიო ანდრეს ბრეივიკის თავდასხმიდან, რომელსაც თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა, 10 წელი გავიდა!

ანდრეს ბრეივიკის თავდასხმიდან, რომელსაც თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა, 10 წელი გავიდა!

166
0

🔺 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, მემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბრეივიკის, თავდასხმის შედეგად, 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 23 წლის თამთა ლიპარტელიანი

⭕ თამთა, თავის მეგობართან ერთად, ნორვეგიის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებდა, რომელსაც თავს დაესხა ანდერს ბრეივიკი. თამთას მეგობარი ნათია ჩხეტიანი თავდასხმის დროს გადარჩა

🚚 ბრეივიკმა, თავდაპირველად, ოსლოს მთავრობის სახლთან გააჩერა ფურგონი, რომელშიც ხელნაკეთი ბომბი იყო ჩამონტაჟებული. ფურგონის აფეთქების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა

🛑 მოგვიანებით, ლეიბორისტული პარტიის საზაფხულო ბანაკში შეიჭრა და სროლის შედეგად 69 ადამიანი დახოცა

👉 ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წყარო: 1tv.ge