მთავარი კატეგორიის გარეშე წმინდა სამების საკათედრო ტაძარის ეზოში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა ტარდება

წმინდა სამების საკათედრო ტაძარის ეზოში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა ტარდება

181
0

წმინდა სამების საკათედრო ტაძარის ეზოში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობის რიტუალი აღესრულა.

საყოველთაო ნათლობა ტაძრის ეზოში პანდემიის გამო ტარდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს 1 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.

20:00 საათისთვის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობა 63-დ იმართება.

პირველი საყოველთაო ნათლობა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 40 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.