მთავარი მსოფლიო ახალი iPhone 14 ტიტანისგან იქნება დამზადებული!

ახალი iPhone 14 ტიტანისგან იქნება დამზადებული!

130
0

JPMorgan Chase-ის თანახმად, ეფლი ახალ, მაღალი კლასის iPhone-ის მოდელებში ტიტანს გამოიყენებს – ნაცვლად ალუმინისა თუ უჟანგავი ფოლადისა. ამასთან, 2022 წლის მოდელების შესახებ ახალი შეხედულებები ვრცელდება.

როგორც ცნობილია, მასალის ცვლილება მომავალ წელს მოხდება და ტიტანის კომპონენტების ექსკლუზიური მიმწოდებელი Foxconn იქნება. წლევანდელ Pro სერიებში კი, სავარაუდოდ, ტიტანის შენადნობს გამოიყენებენ, რომელიც უფრო ძლიერი და მდგრადია ნაკაწრების მიმართ, ვიდრე ამჟამინდელ აიფონებში გამოყენებული უჟანგავი ფოლადი.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსის მოხსენებაში არ არის მითითებული, სავარაუდოდ ტიტანს კორპუსსა და სმარტფონის კიდეებზე გამოიყენებენ. ამასთან, თუ ინფორმაციას დავუჯერებთ, iPhone 14 უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოგვთავაზებს, ვიდრე iPhone 13 – ასე რომ, ბევრ ახალ საინტერესო ფუნქციას უნდა ველოდეთ.

გარდა ამისა, JPMorgan Chase-მა კიდევ ერთი ბოლოდროინდელი ანგარიში დაადასტურა, რომლის თანახმადაც ეფლი არ აწარმოებს iPhone 14 mini-ს. Nikkei Asia-ს მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ კომპანია 2022 წელს iPhone SE 5G-ის უახლეს, უსწრაფესი პროცესორის მქონე მოდელს წარადგენს, რომელსაც ამჟამინდელი iPhone SE-ის ვიზუალი ექნება.

გამოდის, ეფლი მცირე ზომის სმარტფონის მხოლოდ ორ ვარიანტს გვთავაზობს – iPhone SE, რომელიც ძველი ტექნოლოგიების ინტეგრირებას განაგრძობს, როგორიცაა LCD და Home ღილაკი; და iPhone 12 mini, რომელიც კომპანიის უახლეს ჩიპებს, ეკრანსა და კამერებს მოიცავს.

წყარო: marketer.ge