მთავარი სპორტი ‘ᲛᲘᲚᲐᲜᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲚᲝᲜᲓᲝᲜᲣᲠᲘ ᲙᲚᲣᲑᲘᲪ ᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲑᲐ’ – SKY SPORT ITALIA ᲮᲕᲘᲩᲐᲖᲔ

‘ᲛᲘᲚᲐᲜᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲚᲝᲜᲓᲝᲜᲣᲠᲘ ᲙᲚᲣᲑᲘᲪ ᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲑᲐ’ – SKY SPORT ITALIA ᲮᲕᲘᲩᲐᲖᲔ

178
0

Sky Sport Italia ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერს ეხმიანება. “მილანს ნამდვილად აინტერესებს კვარაცხელია, თუმცა ეს ძალზე რთული ოპერაციაა, რადგან რუსები მის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს ითხოვენ. “როსონერიმ” ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის შესახებ რუბინისგან ინფორმაცია გამოითხოვა, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს არის. ამ ფეხბურთელს ასევე აკვირდება ტოტენჰემიც”.

ინგლისური პრემიერლიგის კლუბებიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ევერტონის დაინტერესებაზე და განსაკუთრებით, ლიდს იუნაიტედზე იწერებოდა. რაც შეეხება ტოტენჰემს, ეს უკვე სიახლეა. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ამ გუნდში კორეელი ჰეუნ-მინ სონი თამაშობს, ახლახან კი ლონდონურ კლუბში 20 წლის ბრაიან ხილი ჩაირიცხა. ნიდერლანდელი სტივენ ბერხვეინიც ამ პოზიციაზე თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს რუსულმა Metaratings-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, მილანში 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა ეს ინფორმაცია, სანდო იტალიური წყაროების უმეტესობა უარყო – მათი თქმით, მილანის დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა მოლაპარაკება ამ ტრანსფერზე არც კი დაწყებულა.

ტოტენჰემის დაინტერესებაზე TEAMtalk-მაც დაწერა, რომელიც ბრიტანეთში საკმაოდ სანდო წყაროდ ითვლება.

წყარო: popsport.com