მთავარი ახალი ამბები კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე შეუნარჩუნდეთ: კვლევის შედეგები

კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე შეუნარჩუნდეთ: კვლევის შედეგები

84290
0

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, შესაძლოა, იმუნიტეტი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეუნარჩუნდეთ. ასეთ მოულოდნელ დასკვნამდე აშშ-ის ორი სამეცნიერო დაწესებულება დამოუკიდებლად მივიდა.

ვაშინგტონის იმუნოლოგიის უნივერსიტეტისა და მოლეკულური ბიოლოგიის ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევებზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, იმუნიტეტი იმ შემთხვევაშიც რჩება, თუ ადამიანმა დაავადება მარტივ ფორმაში გადაიტანა.

შესაძლოა, იმუნიტეტი  ათწლეულები, ან ცხოვრების ბოლომდე დარჩეს.

აქამდე ჩატარებული უმეტესი კვლევების შედეგად მიიჩნეოდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში არ რჩება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების კონცენტრაცია ადამიანის სისხლში სწრაფად იკლებს. შესაბამისად, ისინი ფიქრობდნენ, რომ იმუნიტეტი 1,5 – 2 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

ექსპერტების ახალი მოულოდნელად სასიხარულო დასკვნა სამუდამო იმუნიტეტის შესახებ იმაზეა აგებული, რომ ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს არა მარტო სისხლში არსებული ცილოვანი მოლეკულები-ანტისხეულები, არამედ ე.წ. მეხსიერების Т უჯრედებიც ქმნიან.

მას შემდეგ რაც ორგანიზმმა ახალი დაავადების წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშავა, ლიმფოციტები ინფექციის კოდს იმახსოვრებენ და განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში მაშინვე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას, რაც სწრაფ იმუნურ პასუხს ქმნის.

წყარო: Fortuna.Ge