მთავარი ახალი ამბები ,,დავისახეთ მიზანი, რომ ეფექტიანი პროექტების ინიცირებითა და ორგანიზებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს...

,,დავისახეთ მიზანი, რომ ეფექტიანი პროექტების ინიცირებითა და ორგანიზებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ აკეთოს სიკეთე”

884
0

ინტერვიუ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,თანსიკეთის” გუნდის წევრ თენგო ელისაშვილთან:

1. რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა? (სახელი საქმიანობის, როდის დაარსდა, რას აკეთებთ?)

დავისახეთ მიზანი, რომ ეფექტიანი პროექტების ინიცირებითა და ორგანიზებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ აკეთოს სიკეთე. 

ამ ეტაპზე ძირითადად ხანდაზმულებისთვის, უმწეოებისთვის და სხვა გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის არამალფუჭებადი საკვების დარიგებას გულისხმობს. თავდაპირველად მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ცხელი წვნიანი და ხორციანი საკვები, ცხელი კომპოტი და პური დაგვერიგებინა ქუჩაში, ამისათვის შევიძინეთ კარავი და სხვა საჭირო ინვენტარი და დავიწყეთ პროექტის განხორციელება, დავარქვით მას სახელი „გუალე – კეთილი გულით“, წინასწარ მიმდებარე ტერიტორიის სადარბაზოებსა და ეზოებში გამოვაკარით ინფორმაცია ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ თუ სად და როდის დარიგდებოდა საკვები და დაველოდეთ მომსვლელებს, პირველი სადილი გავეცით 2019 წლის 22 დეკემბერს, ამის შემდეგ რეგულარულად ყოველ კვირა დღეს ვანხორციელებდით ამ პროექტს. თავდაპირველად 30 ადამიანისთვის სამყოფი საკვები გავანაწილეთ კონტეინერებში, მომდევნო კვირას რაოდენბა მცირედით გავზარეთ, საბოლოოდ კი 120 ულუფამდე ავედით. კარვიდან გაცემის გარდა, მზა სადილი სახლშიც მიგვქონდა იმ უმწეო მოქალაქეებისთვის, ვინც ჩვენამდე ვერ ახერხებდა მოსვლას. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მსხვილი პურის მწამოებელი უფასოდ გვაწვდიდა პურს და მზა, გემრიელ და ცხელ სადილსაც რესტორნები გვიმზადებდნენ, ზოგჯერ ჩვენი მიტანილი პროდუქტით და ზოგჯერ პროდუქტსაც თავად იძენდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ საქართველოშიც დაიწყო პანდემიური პერიოდი და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით შეგვწეყვიტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შექმნა და შევაჩერეთ ქუჩაში საკვების დარიგება, თუმცა ჩვენი რესურსი ამით არ ამწურულა, ლოქდაუნის განმავლობაში ჩვენი გუნდი აქტიურად არიგებდა საკვებს ოჯახებში, ასევე დავიწყეთ წამლების დარიგება, ჩვენ ვუკავშირდებოდით მოხუცებს, რომლებიც იყვნენ ჩვენს ბენეფიციართა ბაზაში და საჭირო წამლების სიას ვართმევდით, ვიძიებდით თანხებს და ვაწვდიდით ჩვენს ბენეფიციარებს. 

უმწეო ადამიანების დახმარების პროცესში, გამოიკვეთა ბევრი სხვა საზოგადოებრივი საჭიროება, მაგალითად: უმწეო ადამიანების დახმარება ტრანსპორტირებაში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და კომუნალური საკითხები და ამის გარდა დავინახეთ რომ ზოგადად მოქალაქეობრივი კულტურა დაბალია და შეგვიძლია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის კუთხითაც ჩავერთოთ და კარგი მაგალითი მივცეთ სხვებსაც.

ახალგაზრდები გავერთიანდით ერთი ორგანიზაციის „თანსიკეთეს” იდეის ქვეშ, რომლის სახელწოდება ერთგვარი შეხსენებაა ადამიანებისთვის ყოველდღიური რუტინის პარალელურად სიკეთეც აკეთოს, რაც ჩვენი მოტივაციის ძირითადი წყაროა, ჩვენ ვცდილობთ, რომ არა მარტო იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვინც საკვებით ან სხვა სახის დახმარებას საჭიროებენ, არამედ იმათაც ვისაც სურვილი აქვს სიკეთის კეთებისა, მაგრამ ამის დრო, ან ენერგია არ აქვს, თუნდაც გამოცდილება. ამიტომ დავარქვით ჩვენს ორგანიზაციას ასეთი მამოტივირებელი სახელი.

2. ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად ხანდაზმულები უმწეოები და სხვა გასაჭირში მყოფი ადამიანები არიან.მათ შორის არიან შრომისუუნარო ანდა პანდემიის პერიოდში დროებით სამახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

3. რა სირთულეებს აწყდებით

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გარდა იმისა, რომ ადამიანებს ფინანსების სიმცირე აქვთ, ასევე არის საქველმოქმედო ორგანიზაცების მიმართ უნდობლობაც, ჩვენ გვიწევს დავარწმუნოთ დონორები, რომ ისინი ღირებულ საქმიანობაში ჩაერთვებიან, რომელიც სრუალად ბენეფიციარებზე ორიენტირებულია, 

ყოველთვის არ გვყავს საკმარისი დონორი რაც შემდეგ აისახება ხოლმე სწორედ ჩვენი მოსარგებლეებისთვის ამანათების სიმცირეზე, ან სხვა რაიმე საჭიროების არასრულყოფლად დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ეს დაბრკოლებაც გადავლახოთ და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პრაგმატული მიზნები ბენეფიციართა პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.

4. ცოტა რამ სამომავლო გეგმების შესახებ

როგორც ყველა ჩვენც, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ და ვმუშაობთ განვითარებაზე, მოხალისეებისა და სხვადასხვა ადამიანების სიკეთის კეთებაში ჩართვაზე და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა შესაძლებლობის მიხედვით უნდა აკეთონ სიკეთე, ხშირად გამოვთქვამთ ხოლმე მოსაზრებას, რომ #მცირედიარარსებობს, გვჯერა იმისა, რომ ერთად უფრო მეტ საგებელს მოვუტანთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს, ვიდრე ცალ-ცალკე. 

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ საკვებით დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენი მიზანია ყოველდღიურობაში სხვადასხვა სახის სიკეთის დანერგვა, იქნება ეს მოხუცის გზაზე გადაყვანა თუ ადამიანისთვის საკვების მიწოდება. ასევე გვაქვს სურვილი და მოლოდინი, რომ ბენეფიციარებს დავეხმაროთ გარკვეული პროფესიის ათვისებაში, გვსურს ვიმუშაოთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა დაწესებულებებს შევთავაზებთ ჩვენი ბენეფიციარის დასაქმებას საჭიროებისამებრ და სხვა. 

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის გვაქვს საზოგადოების ჩართულობის იმედი, რადგან ყველა, მდიდარი თუ ღარიბი, ყველანი ადამიანები ვართ და თანადგომა არის ადამიანურობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი გამოხატულება.