მთავარი სპორტი სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ხათუნა საგანელიძის განცხადება

სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ხათუნა საგანელიძის განცხადება

215
0

სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ხათუნა საგანელიძის განცხადება:

მე, როგორც სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და ზურაბ კახაბრიშვილის გუნდის წევრი, ვულოცავ ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას და ასევე, ვულოცავ სპორტული მედიცინის გუნდს, რომელმაც სამი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და მძიმე ტრავმიდან სპორტსმენს მისცა საშუალება, სრულფასოვნად წარმოედგინა თავისი თავი და შესაძლებლობები.

მადლობა ზურაბ კახაბრიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, სპორტული მედიცინის არსებობის აუცილებლობა და დაგვანახა, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგას სპორტი დღეს და რა იქნებოდა ის, სპორტული მედიცნის გარეშე.

აქვე, სიამოვნებით ვისაუბრებდი სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც, თუმცა, სჯობს, ყველამ ერთად ვიზეიმოთ და დაველოდოთ ზურას საქართველოში დაბრუნებას და სულ მალე, ყველას ძალიან სასიამოვნო სიახლეს შეგატყობინებთ.

პატივისცემით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე