მთავარი მსოფლიო Ford-მა კაცებისთვის ახალი სუნამო შექმნა ბენზინის არომატით

Ford-მა კაცებისთვის ახალი სუნამო შექმნა ბენზინის არომატით

211
0

Ford-ი კაცებს ახალ სუნამოს სთავაზობს, რომელსაც ბენზინის არომატი აქვს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ელექტრომობილების მძღოლების 70% აღიარებს, რომ ტრადიციული ავტომობილებზე უარის თქმის შემდეგ ყველაზე მეტად საწვავის სუნი ენატრებათ. სწორედ ამ ადამიანებზე იქნება გათვლილი არომატი სახელწოდებით Mach-Eau. ამასთან, არომატი ახალი კომპანიას ავტომობილის Mach-E GT-ის გაყიდვაში უნდა დაეხმაროს.

Ford-ში სპეციალური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყველაზე პოპულარული არომატების სიაში ბენზინი ისეთ სასიამოვნო სუნებს უსწრებს, როგორებიც ღვინო და ყველია. სუნამოს შექმნაში Ford-ს ბრიტანული კომპანია Olfiction-ი დაეხმარა.

წყარო: imedinews.ge