მთავარი მიმართულებები მეცნიერება მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის

მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის

372
0

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული შიზოფრენიის შემთხვევები გაიზარდა. 1995 წელს აშშ-ში დაფიქსირებული შიზოფრენიის დიაგნოზის 2% კანაფის მოხმარების დარღვევასთან იყო დაკავშირებული, 2000 წელს ის დაახლოებით 4%-მდე გაიზარდა, ხოლო 2010 წლიდან ეს მაჩვენებელი 8%-მდე ავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ როგორც პირადად ჩვენი კვლევა, ასევე, სხვა კვლევები იმის ხაზგასასმელად, რომ კანაფის მოხმარება არ არის უვნებელი.

არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კანაფი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც გარკვეულწილად უვნებელი ნივთიერება, ეს სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ კავშირებს შიზოფრენიასთან, კოგნიტურ ფუნქციასთან, ნივთიერების ცვლის დარღვევებთან და ა.შ.“ – განაცხადა კოპენჰაგენის ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ავტორმა კერსტენ ჰიორტაიმ.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიის რისკი იზრდება იმ ადამიანებში, ვინც კანაფს ხშირად იყენებს. ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ კანაფის მოხმარება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ურთიერთქმედებს სხვა რისკფაქტორებთან და იწვევს გარკვეული სახის მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა, ჩვენი დასკვნები სხვაგანაც უნდა განმეორდეს, რომ მტკიცე პასუხების მიღება მოხერხდეს, თუმცა საკმაოდ დარწმუნებული ვარ, ვნახავთ მსგავს შედეგს იმ ადგილებში, სადაც გაიზარდა კანაფის მოხმარება, რადგან ბევრი კვლევით დგინდება, რომ მაღალი სიმძლავრით კანაფის მოხმარება ალბათ შიზოფრენიასთან ასოციაციის მამოძრავებელია.

მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი იყენებს კანაფს. აშშ-iს 19 შტატში და კანადაში ეს ლეგალურია რეკრეაციული მიზნებისთვის.

დანიაში კანაფის მოხმარება იზრდება, ნათქვამია კვლევაში – მარიხუანას სარეკრეაციო გამოყენება ამ ქვეყანაში უკანონოა, მაგრამ ნებადართულია სამკურნალო მიზნებისთვის. ხშირად ხდება კანაფის გამოყენება სამკურნალოდ იმაზე დიდხანს, ვიდრე იყო განკუთვნილი, ეს ზრდის შიზოფრენიის გამომწვევ რისკებს.

რა არის შიზოფრენია?

შიზოფრენია არის ქრონიკული, მძიმე და უნარშეზღუდული ფსიქიკური აშლილობა. მისი სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ბოდვებს, აზროვნების დარღვევას და ჰალუცინაციებს. მსოფლიოში შიზოფრენიით 20 მილიონი ადამიანია ავად. განკურნება არ ხდება, ამიტომ ექიმები სიმპტომების მართვას მედიკამენტებით და თერაპიით ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა შიზოფრენიის ზრდის ტენდენცია, სხვა ქვეყნებში სურათი გაურკვეველია, აღნიშნა მკვლევარმა კერსტინ ჰიორტაიმ.

აშშ-ში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ძნელია შიზოფრენიის გავრცელების ზუსტი შეფასების მოპოვება, რადგან დიაგნოზი რთული სახის არის და იგი სხვა დარღვევებს ფარავს.

ფსიქიატრიის მრავალ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ შიზოფრენიით დაავადება მუდმივია და არ არის დამოკიდებული გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ამას ხშირად იყენებდნენ არგუმენტად იმ ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ, რომ კანაფმა შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენიით დაავადება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა კვლევაა, რომელიც ამ ცნებას მხარს დაუჭერს.

ახალი კვლევა დანიის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელშიც შედიოდა 1972 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დაბადებული დანიაში მცხოვრები ყველა ადამიანი.

ამ დასკვნებმა შეიძლება ახსნას შიზოფრენიის შემთხვევების ზოგადი ზრდა, რაც დაფიქსირდა ბოლო წლებში და იძლევა გარკვეულ მხარდაჭერას, რომ „კანაფის მოხმარებასა და შიზოფრენიას შორის დიდი ხანია კავშირი სავარაუდოდ მიზეზობრივია“, – ნათქვამია კვლევაში.

„ეროვნული სამედიცინო ჩანაწერების შესწავლა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ამატებს იმისას, რომ კანაფის მოხმარების დიაგნოზის მქონე პაციენტებს ახლა უფრო მეტად ემუქრებათ ფსიქოზი, ვიდრე გასულ წლებში“, თუმცა, კანაფის მომხმარებელთა უმეტესობა, მაშინაც კი, ვინც მასზეა დამოკიდებული, არასოდეს ეძებს მკურნალობის გზას და ბევრი ადამიანი მას რეკრეაციულ საშუალებად იყენებს.

ცნობილია, რომ მარიხუანას მომხმარებლებს ფსიქიკური პრობლემა აქვთ, ასევე, გაცილებით მეტია კანაფის რეკრეაციული მიზნით მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც კანაფზე დამოკიდებული ადამიანებისაგან განსხვავებით, კარგად მართავენ მისი მოხმარების ინტენსივობას“, – აღნიშნა ტერი მოფიტმა, ლონდონის კინგსის კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის სოციალური ქცევისა და განვითარების პროფესორმა, რომელიც სწავლობს კანაფის მოხმარების გავლენას ბავშვის/ მომავალი თაობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

წყარო: Pia.Ge