მთავარი ახალი ამბები ,,ვინც კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან: რასაც პატრიარქზე...

,,ვინც კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან: რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ, იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?” – ზალიკო ბერგერი

636
0

,,კახი კალაძის პრეზენტაციაზე ბიჭმა და გოგომ შემაჩერა… სანამ ბიჭი რაღაცას მეტყოდა გოგო იმეორებდა: 53… 53-იო. საკრალური რიცხვიამეთქი. 53 ჟურნალისტი სცემესო, ოპოზიციურ არხებზე 53 ჟურნალისტი ერთად არ მინახავს, ახლა ყველა ერთად შეიკრიბა და თავი აცემინა? ისე კი, ამ პანდემიის პერიოდში რა დროს ,,პრაიდი” და რაღაც მსვლელობებია. რა გეპრაიდებათ, რატომ იწვევთ ხალხის აგრესიას?

მკითხეს – აქ რომ მოხვედი თავს უხერხულად არ გრძნობ? ჟურნალისტია გარდაცვლილიო. ძალიან სამწუხაროა… თქვეს თვალი ჩალურჯებული ჰქონდაო, მაგრამ აღმოჩნდა რომ, კლინიკიდან გასვლის მერე, იმ ბიჭს გარეთაც უვლია, ფონიჭალაშიც დაუფიქსირებიათ… მისი გარდაცვალება, ჟურნალისტების ჩაგვრასთან არ არის დაკავშირებული, საბოლოოდ დაადგენენ რამ გამოიწვია ეს შედეგი. ვინც კახი კალაძესთან ჩემს მისვლას უხერხულ საქციელად თვლის, კითხვა მაქვს მათთან: რასაც პატრიარქზე ლაპარაკობთ იმაზე არ გრძნობთ უხერხულობას?

მთელი მსოფლიო აღნიშნავდა, რომ ქართველი კალაძე მილანში თამაშობდა და ვარსკვლავი იყო, ამ დროს კი საქართველოში მისი ძმა მოიტაცეს და მოკლეს, ეს ნორმალურია? მაფია და აფერისტები იყვნენ ჩართულნი მისი ძმის მკვლელობის საქმეში, ახლა ეს ჟურნალისტები დარბიან და უხერხულობაზე კითხვებს სვამენ. ჟურნალისტიკა იმას არ ნიშნავს, მიკროფონი ვიღაცად პირში ატაკო და გამოიევიო. უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, საგანიც კარგად ვიცი და ქცევის ნორმებიც, მაგრამ ამათში ვეფსფერი დავინახე, საიდან მოვიდნენ, ვინ არიან?!” – განაცხადა ზალიკო ბერგერმა

წყარო: ასავალ დასავალი