მთავარი ეკომომიკა პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

366
0

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, საშემოსავლო შეუმცირდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე გიორგი ლორია მიმართავს.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საგადასახადო კოდექსს უნდა დაემატოს შესაბამისი პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ პირების ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, რომლებიც შეიძენენ ელექტრო, ჰიბრიდულძრავიან ან დატენვად ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს, შეძენიდან 4 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 10%-ით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, მსგავსი შეღავათით, მოქალაქეები შეძლებენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მისაღები ავტომობილის შეძენას.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.

წყარო: bpn.ge