მთავარი ახალი ამბები ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის წყლის მომარაგებისა და...

ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა ააშენა.

142
0

ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა ააშენა.
ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა კარდენმა მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის გახსნაში, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა განახორციელა. ამიერიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს წყლის მომარაგების ახალი, ელექტრონული სისტემა და 100,000 ლიტრის ტევადობის ავტომატური საქაჩით აღჭურვილი წყლის ავზების სისტემა ექნება. წყლის მიწოდების სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრეზეთის მოსახლეობის ძირითადი სერვისების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტი აშშ-საქართველოს მრავალმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია.
აღნიშნული პროექტი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია.