მთავარი ახალი ამბები თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

168
0

თბილისის დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები „თბილსერვისის” ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი, ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ ხელფასების მატებას, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. ასევე ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ მეცამეტე ხელფასს, რომელსაც არასრულად გვირიცხავენ. დღეს დილით თითქმის მთელი დასუფთავების სამსახური იყო გაფიცული, თუმცა, „თბილსერვისის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით ბურჭულაძემ გადაწყვიტა მუქარის გზით შეეშინებინა გაფიცული თანამშრომლები, სწორედ ამიტომ ახლა ნაწილი ვართ გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამდე ვიქნებით გაფიცულები”, – განაცხადა ერთ-ერთმა პროტესტის მონაწილემ.