მთავარი ახალი ამბები ,,ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე” – საქართველოს საპატრიარქო

,,ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე” – საქართველოს საპატრიარქო

171
0

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმიანება ბორჯომში მომხდარ მკვლელობას. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

📌 ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

▪️ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე

▪️ მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.