მთავარი ახალი ამბები ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

215
0

პარტია ხალხისთვის თავის კანდიდატს ასახელებს

,,ეს ქალაქი არ არის ხალხისთვის, ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არ არსებობს, სადაც პენსიონერი ადამიანი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს, იპოვის კოლეგებს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, ეს ქალაქი არ არის ოჯახებისთვის, რომლებიც პირველ რიგში ეძებენ ეზოებს”. – განაცხადა ანა დოლიძემ წარდგენაზე