მთავარი ახალი ამბები გორის გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე გადაადგილება იკრძალება

გორის გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე გადაადგილება იკრძალება

844
0

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას დაზიანდა ვენტილატორი, რის გამოც, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით წარიმართება.

წყარო: Imedinews.ge