მთავარი ახალი ამბები PCR – ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხის დამზადების გამო 2 პირი დააკავეს

PCR – ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხის დამზადების გამო 2 პირი დააკავეს

417
0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში PCR ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხის დამზადების გამო 2 ადამიანი ამხილეს, ხოლო მათგან 1 კი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები”. – ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.