მთავარი ახალი ამბები ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქაბული დატოვა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქაბული დატოვა

133
0

ქაბული პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დატოვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც თალიბანმა ქაბულის გარეუბნებში შეაღწია.

“როიტერსის” ინფორმაციით, ის თავს ტაჯიკეთს აფარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმაც.

როგორც “როიტერსი” წერს, ქაბულის რამდენიმე ნაწილში სროლა ისმის. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობს – ავღანეთის დედაქალაქის გასასვლელებთან რიგებია.

თალიბანი, ამ დროისთვის, ავღანეთის ყველა დიდ ქალაქს აკონტროლებს.